საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG აცხადებს კონკურსს ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაწესებული სტიპენდიის მოსაპოვებლად 2014/2015 სასწავლო წლისათვის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
** ბიზნეს ადმინისტრაცია
** ეკონომიკა
** კომპიუტერული მეცნიერებები
** ევროპული პოლიტიკა
** ისტორია და ცივილიზაციები
** ინფორმაციული სისტემები
** ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაციები
** პოლიტიკური მეცნიერება/საერთაშორისო ურთიერთობები
** მათემატიკა
** ამერიკათმცოდნეობა
უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია. კონკურსში მონაწილეები აბარებენ ინგლისური ენის ტესტს PBT TOEFL-სა და უნარ-ჩვევების ტესტს - SAT -ის. საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლებისა და ტესტებში უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტებს ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი სთავაზობს როგორც სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას, ასევე ნაწილობრივ ფინანსურ დახმარებას.
ეს სტიპენდიები და ფინანსური დახმარებებია:
** ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI-ის) სრული სტიპენდია, რომელიც ფარავს მხოლოდ სწავლის ღირებულებას. სტუდენტს გადასახდელი ექნება ცხოვრებისა და სტუდენტური აქტივობისათვის განკუთვნილი თანხა, ვიზის, მგზავრობის, კვების, წიგნების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ბულგარეთში დროებით ცხოვრების უფლების ღირებულება.
** OSI-ის ნაწილობრივი ფინანსური დახმარება ფარავს სწავლის ღირებულების გარკვეულ პროცენტს.
** AUBG -ის ფინანსური დახმარება - ასევე ნაწილობრივ აფინანსებს სტუდენტებს მათი აკადემიური და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ( need and merit based financial aid).
AUBG -ის სქოლარშიფების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ გევრდზე: http://www.aubg.edu/scholarships
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ასევე პირველი კურსის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის საგანაცხადო ფორმა შეგიძლიათ მოიპოვოთ ჩვენი ცენტრისა და უნივერსიტეტის ვებ გვერდზე:
http://www.aubg-admissions.org/apply/application-information/
ონლაინ საგანაცხადო ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 2013 წლის 15 დეკემბერი. საჭირო საბუთებისა და ფინანსური დახმარების მოსაპოვებელი საგანაცხადო ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 20 თებერვალი.
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: საერთაშორისო განათლების ცენტრი , ჭოველიძის ქუჩა 10, (ბელინსკის )
ტელ: 2 25 26 15
http://www.cie.ge
ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს 15:00 საათზე.
წყარო:jobs.ge