გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის - GEF მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს შემდეგი თემატური მიმართულებებით:
** ბიომრავალფეროვნება;
** კლიმატის ცვლილება;
** საერთაშორისო წყლები;
** მიწის დეგრადაცია;
** ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები.
პროექტები, რომლებიც დაფინანსდება, მიმართული უნდა იყოს გარემოს დაცვაზე და წვლილი შეიტანონ ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიც არის: ადგილობრივი თემების ქმედითუნარიანობის და შესაძლებლობების ზრდა, გენდერული თანასწორობა, სიღარიბის დაძლევა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი - "მცირე გრანტების პროგრამის სტრატეგია საქართველოში", რაც საშუალებას მოგცემთ, უფრო დეტალურად გაეცნოთ, თუ რა პრიორიტეტული მიმართულებით გაიცემა მცირე გრანტები.
საგრანტო კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ რეგისტრირებულ არასამთავრობო და თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს. ერთი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა, არ უნდა აღემატებოდეს 50,000 აშშ დოლარს, ხოლო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა ცდებოდეს ორ წელს. პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს თანადაფინანსება 1:1 თანაფარდობით (50% თანხობრივი და 50% თანამონაწილეობრივი).
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე საპროექტო განაცხადები (არაუმეტეს 2 გვერდისა) სადაც გაწერილი იქნება: პროექტის მიზანი, ამოცანები, მოსალოდნელი შედეგები, სავარაუდო დანახარჯები, თანადაფინანსების წყაროები, მდგრადობა, განხორციელების მეთოდები და სავარაუდო წვლილი გარემოს დაცვასა და სხვა საკითხებში - ადგილობრივი მოსახლეობის ქმედითუნარიანობის გაძლიერება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და გენდერული თანასწორობა. განაცხადში ხაზგასმით უნდა ჩანდეს, თუ რომელ თემატურ მიმართულებას/ებს განეკუთვნება და რომელ GEF -ის პრიორიტეტულ ამოცანას ესადაგება საპროექტო წინადადება.
კონკურსში მონაწილე ერთ ორგანიზაციას შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს ორი მოკლე საპროექტო განაცხადი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. მოკლე საპროექტო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილ იქნას, როგორც ელექტრონულად, ისე ამობეჭდილი სახით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ekatherinea@unops.org და cc: ana.shubitidze@undp.org ან/და ფალიაშვილის ქ. 15, მე-4 სართული, არაუგვიანეს ამა წლის 22 ნოემბრისა, 18:00 საათამდე. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.
ორგანიზაციები, რომელთა მოკლე საპროექტო განაცხადი დაიმსახურებს მოწონებას, შეძლებენ შემოიტანონ ერთი სრული საპროექტო წინადადება. პროექტის ჯგუფი ინდივიდუალურად დაუკავშირდება გამარჯვებული იდეის მქონე ორგანიზაციებს და მიაწვდის დეტალურ ინსტრუქციას შემდგომი ეტაპის შესახებ.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოკლე საპროექტო განაცხადის შესაბამისობა გლობალური პროექტის დოკუმენტის, GEF-ის და პროგრამის ეროვნული სტრატეგიის მოთხოვნებთან, მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში უზრუნველყოფს ყოველკვირეულ საკონსულტაციო შეხვედრებს საგრანტო კონკურსში მონაწილე დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის. საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათს, 15:00 -დან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის ქ. 15, მე-4 სართული. საკონსულტაციო შეხვედრაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ აცნობოთ პროექტის აღმასრულებელ ასისტენტს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:
ეკატერინე ასათიანი
პროექტის აღმასრულებელი ასისტენტი
GEF მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში
ელ-ფოსტა: ekatherinea@unops.org
მობილური: 577 649010
ფალიაშვილის ქუჩა, 15, მე-4 სართული
თბილისი 0179
http://www.undp.org.ge | http://www.sgp.undp.org
წყარო:jobs.ge