en
ge

ტენდერი ფინანსური ტრენინგის ჩატარებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: Chemonics/HICD PLUS Project
  • დაწყების თარიღი: 16.10.2013
  • ბოლო ვადა: 23.10.2013
  • ბმული: http://www.jobs.ge/64286/
ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტი (სატენდერო წინადადებაში მოხსენებული, როგორც HICD (Human and Institutional Capacity Development) PLUS-ი), ხორციელდება საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (სატენდერო წინადადებაში მოხსენებული, როგორც USAID) მხარდაჭერით. პროექტი 4-წლიანია და მისი მიზანია საქართველოში USAID-ის მიერ დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების მიმართულებით განხორციელებული მხარდაჭერის პროექტების სრულყოფა. მიზნის მიღწევა შესაძლებელია იმ შერჩეული საჯარო ერთეულების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა კერძო კომპანიების ადამიანური უნარ-ჩვევებისა და ინსტიტუციური სიმძლავრეების განვითარებით, რომლებიც სტრატეგიულ როლს ასრულებენ საქართველოს მთავრობის რეფორმატორული პროგრამისა და მისიის განვითარების მიზნების მიმართულებით.
HICD PLUS აცხადებს ტენდერს საქართველოში რეგისტრირებული უფლებამოსილი აუდიტორული/ფინანსური ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის (საქართველოში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები) ფინანსების მართვის პროგრამის განსახორციელებლად საქართველოში მოქმედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში. ტრენინგის / წვრთნის მიზანი USAID-ის ან სხვა დონორებისაგან მიღებული გრანტების მართვის გაუმჯობესებაა აღნიშნული ორგანიზაციების მიერ.
სატენდერო წინადადების ნომერი: HICD-RFQ 013 - DCFS ფინანსური მართვის ტრენინგი.
HICD PLUS წარმოადგენს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოფიციალურ პროექტს, კონტრაქტის ნომერი AID-114-C-11-00002. პროექტს Chemonics International-ი ახორციელებს.
ტენდერის მონაწილე წარადგენს სატენდერო შეთავაზებას წინამდებარე სატენდერო წინადადების საპასუხოდ, მისი პირველი ნაწილის ("წესები ტენდერის მონაწილეებისათვის") მიხედვით. მეორე ნაწილში დეტალურად განმარტებულია დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს HICD PLUS პროექტის მიერ შერჩეულმა მიმწოდებელმა.
წინამდებარე სატენდერო წინადადება არ წარმოადგენს Chemonics-ის ან USAID-ისათვის ხელშეკრულების გაფორმების ან სატენდერო შეთავაზების მომზადება-წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას.
გთხოვთ, სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული სატენდერო შემოთავაზების წარდგენისას გაითვალისწინოთ, რომ USAID არ არის ტენდერთან დაკავშირებული მხარე. ამდენად, ტენდერის მონაწილე ვალდებულია, ნებისმიერი შეკითხვა, წერილობით და სრულყოფილად ჩამოყალიბებული, განსახილველად წარუდგინოს Chemonics International-ს, რადგან USAID არ განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია USAID-ის მიერ დაფინანსებულ ქვეკონტრაქტორების საქმიანობასთან. მხოლოდ Chemonics იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
სატენდერო შეთავაზების წარდგენის ბოლო ვადა, წარდგენის წესები:
სატენდერო შეთავაზების მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი, ოთხშაბათ დილის 10:00 საათი (თბილისის დროით). დაგვიანებულ სატენდერო შეთავაზებას Chemonics განიხილავს ან არ განიხილავს საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად. სატენდერო შეთავაზება მიიღება ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გარდა ამისა, შესაძლებელია ამობეჭდილი სატენდერო შეთავაზების მიტანა შემდეგ მისამართზე:
საქართველო, 0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 29/31/33, მესამე სართული, Chemonics International/USAID HICD PLUS პროექტი, ქალბატონ ნინო ფუტურიძეს, ასევე, შესაძლებელია სატენდერო შეთავაზების გაგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nphuturidze@hicdplus.ge.
მოათავსეთ ამობეჭდილი შეთავაზება დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ სატენდერო წინადადების ნომერი (HICD-RFQ-013). კონვერტზე არ უნდა იყოს გამოსახული რაიმე ნიშანი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თქვენი კომპანიის / ორგანიზაციის იდენტიფიცირება.
შეთავაზება ელექტრონული ფორმით იგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საგნის ველში მითითებული უნდა იყოს სატენდერო განაცხადის ნომერი (RFQ 013) და ტრენინგის სახელწოდება: ფინანსური მართვის ტრენინგი (financial management training).
წყარო:jobs.ge