en
ge

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: USAID/HICD PLUS Project
  • დაწყების თარიღი: 18.10.2013
  • ბოლო ვადა: 30.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/64379/
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტი (HICD (Human and Institutional Capacity Development) PLUS) ეძებს ექსპერტს გარემოს დაცვის საკითხებში, რომელიც დახმარებას გაუწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. სამინისტროში ამჟამად მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რაც გულისხმობს ახალი თანამშრომლების მასშტაბურ აყვანას. შერჩევის პროცესის დასრულებისთანავე, სამინისტრო გეგმავს ახალი თანამშრომლების გადამზადებას სამინისტროსთან არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის მეშვეობით. კერძოდ, ცენტრმა უნდა დაატრენინგოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა (180 ინსპექტორი) და სატყეო სააგენტოს (569 რეინჯერი) ახლადშერჩეული თანამშრომლები. HICD PLUS დაეხმარება სამინისტროს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, რისთვისაც ეძებს ექსპერტს გარემოს დაცვის საკითხებში.
ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში დაეხმარება ცენტრის თანამშრომლებს შეიმუშაონ ტრეინინგ მოდული, რომლის მეშვეობითაც მოხდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორების შესაძლებლობების გაუმჯობესება. ტრეინინგის მიზანია, აამაღლოს ახლადდანიშნული ინსპექტორების პრაქტიკული ცოდნა და გააძლიეროს მათი უნარ-ჩვევები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების საკითხებში, გააცნოს გარემოსდაცვითი ინსპექციის ციკლი, ასევე დარღვევების თავიდან აცილებისა და დარღვევების საპასუხო ქმედებების გატარების მეთოდები. ტრეინინგ მოდული გააღრმავებს ინსპექტორების ცოდნას ინსპექციის დაგეგმვისა და ჩატარების, აგრეთვე, შემდგომი მოქმედებების განხორციელების კუთხით. უფრო კონკრეტულად, მოდული დაფარავს შემდეგ საკითხებს: ინსპექციის ტიპები და დაგეგმვა, ინსპექციისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება, მისი შესაბამისობა ინსპექციასთან, CITES კონვენცია (საერთაშორისო სავაჭრო კონვენცია ველური ფაუნისა და ფლორის იშვიათი ჯიშების შესახებ), ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და მისი დაცვა, ინსპექციის საკონტროლო ანკეტის შემუშავება, ინსპექციის ძირითადი პროცედურები, თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, მოსახლეობასა და არასამთავრობო სექტორთან.
აღნიშნული სამუშაოს დაწყება იგეგმება ნოემბრის პირველ ნახევარში. მუშაობა გაგრძელდება ნოემბერის თვეში და დასრულდება დეკემბერში. ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში იმუშავებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცენტრალურ ოფისში, თბილისში.
მოვალეობები:
** გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დაესწროს ორკვირიან ტრეინინგს ა) ტრენინგის მოდულის შემუშავებასა, და ბ) ტრენინგის ჩატარებაზე;
** მჭიდროდ ითანამშრომლოს ცენტრის თანამშრომლებთან;
** შეხვდეს სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს მათგან ინფორმაციის მოძიების მიზნით;
** დაეხმაროს ცენტრის თანამშრომლებს ტრეინინგისთვის მასალის შექმნაში.
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** ინიციატივის გამოჩენისა და შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კარგი წერილობითი და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office პროგრამები, Excel, ინტერნეტი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (სადაც მითითებული იქნება სამი პიროვნების სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nputuridze@hicdplus.ge არაუგვიანეს 2013 წლის 30 ოქტომბრის დილის 09:00 საათისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ "ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში" ("Environmental Expert"). ინტერვიუზე დაიბარებენ მხოლოდ იმ კანდიდატებს რომლებმაც შერჩევის პირველადი ეტაპი გადალახეს.
HICD PLUS-ს ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეშენალი" (Chemonics International), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იმ საჯარო, სამოქალაქო და კერძო ორგანიზაციების ინსტიტუციური ქმედუნარიანობის ამაღლებას და განვითარებას, რომლებიც სტრატეგიულ როლს ასრულებენ საქართველოს მთავრობის რეფორმებისა და USAID-ის მისიის განვითარების ამოცანების განხორციელებაში.
წყარო:jobs.ge