en
ge

კონკურსი თემატური კვლევების ჩატარებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CIPDD, საია
  • დაწყების თარიღი: 28.10.2013
  • ბოლო ვადა: 05.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/64762/
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი აცხადებენ კონკურსს 3 თემატური კვლევის ჩატარებაზე. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთი მიზანია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა და ამ მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
თემატური კვლევა 1. ლეგალურად დასაქმებულთა სოციალური დაცვის ხელშეკრულებების გაფორმების პრაქტიკა, შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოს რეალობის გათვალისწინებით;
თემატური კვლევა 2. მიგრაცია და განვითარება: ემიგრანტების როლის გაზრდა ქვეყნის განვითარების პროცესში;
თემატური კვლევა 3. სამუშაო ნებართვების გაცემა და შრომის ინსპექცია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ განაცხადი 2013 წლის 5 ნოემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: migration@cipdd.org
წყარო:jobs.ge