en
ge

სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის

"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" აცხადებს სასწავლო კურსს სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის.

სასწავლო კურსის შესახებ:

სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები მომავალი საქმიანობისთვის.

ხუთდღიანი კურსის პროცესში მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განხორციელების ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად.

სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის - "CANVAS"-ის ("გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი") ტრენერები გაუძღვებიან.

წყარო: ewmi-activism.org