კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის Danida Green Business Partnerships (DGBP) 2023 განაცხადების მიღება დაიწყო.
Danida Green Business Partnerships - ფონდი შექმნილია ბაზარზე ორიენტირებული მწვანე ცვლილების ხელშეწყობისთვისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის. ფონდი ხელს უწყობს კომერციული და არაკომერციული მონაწილეების თანამშრომლობას, რათა მდგრადი კლიმატისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განახორციელონ ერთიანი პროექტები. DGBP-ის მიერ დაფინანსებული პროექტები უნდა ემსახურებოდეს სიცოცხლისუნარიან მდგრად და მწვანე გადაწყვეტილებებს და წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების SDG 8, SDG 13 და SDG 17 ხელშეწყობაში.
წარმოდგენილმა პროექტებმა ხელი უნდა შეუწყონ კლიმატის ცვლილების შემსუბუქებას, კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციას, გარემოს დაცვას, ბიომრავალფეროვნებას და/ან გაუდაბნოებას. ასევე პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და სამიზნე ჯგუფების საარსებო წყაროს გაუმჯობესებას.
პარტნიორობა:
პროექტი უნდა განხორციელდეს ერთი ან მეტი კომერციული და არაკომერციული მონაწილის თანამშრომლობით. ამხანაგობა უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ ძირითად კომერციულ პარტნიორს და ერთ არაკომერციულ პარტნიორს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ერთზე მეტი პარტნიორის მონაწილეობაც. მინიმუმ ერთი კომერციული მონაწილე უნდა იყოს საერთაშორისო კომპანია, გამოყოფილი რესურსებით პროექტში ჩართვისთვის და ერთი მონაწილე უნდა იყოს ადგილობრივი პარტნიორი.
დაფინანსება და პროექტის სახეები: დაფინანსება განსაზღვრულია ორი სახის პროექტებისთვის:
ბიზნეს იდეა და ბაზრის განვითარება: პროექტის მიზანი უნდა ეფუძნებოდეს ერთი ან მეტი კომერციული პარტნიორის ინოვაციურ ბიზნეს იდეას, რომელთაც სურთ მისი მომწიფება და კომერციალიზაცია პროექტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ქვეყანაში. პროექტის გრძელვადიანი მიზანი უნდა იყოს კომერციულად მომგებიანი ბიზნესის განვითარება სამიზნე ქვეყანაში და/ან რეგიონში გაზრდის ამბიციით და შესაბამისად პოზიტიურ გავლენის ზრდის პერსპექტივით.
დაფინანსების მოცულობები: სრული პარტნიორობის პროექტის გრანტი შეადგენს 0,5-2,2 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მომწიფების (Maturation) პროექტის გრანტი 100,000-200,000 აშშ დოლარს. საგრანტო პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის 75%-მდე დაფარვას. ხოლო, დანარჩენი 25% უნდა დაფინანსდეს კომერციული პარტნიორ(ებ)ის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით ან In Kind მონაწილეობით.
ხანგრძლივობა: 3-5 წელი სრული პარტნიორობის პროექტისთვის და 18 თვემდე მომწიფების (Maturation) პროექტისთვის.
აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ DGBP განაცხადის სახელმძღვანელოები, მათ შორის აუცილებელი შაბლონები და მოთხოვნების მიმოხილვა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ: Geochu@um.dk
წყარო: danida-business-partnerships.dk