ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იწვევს იმერეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოციალური მეწარმეობით, სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად.
ვიზიტის მიზანია, ერთის მხრივ, გამოცდილების მიღება და წარმატებული მაგალითების გაზიარება და მეორეს მხრივ, თანამშრომლობის შესაძლებლობის გაზრდა მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სოციალურ საწარმოებს შორის.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 21 აპრილამდე.
სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში