en
ge

კონკურსი სამიზნე ორგანიზაციების შესარჩევად

"ფიფლ ინ ნიდ" (People in Need) არის ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული თავისუფლებების დასაცავად კრიზისულ რეგიონებში მთელ მსოფლიოში და ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას. PIN საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ხელს უწყობს დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას.

"ფიფლ ინ ნიდ" პროექტის "მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში", რომელიც მხარდაჭერილია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, აცხადებს კონკურსს სამიზნე ორგანიზაციების შესარჩევად ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამიზნე რეგიონებში მოქმედ და რეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, LAG-ებს, რომლებსაც აქვთ მედიაწიგნიერების მიმართულებით ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება.

წყარო: jobs.ge