"ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო" (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას.
ამ ინიციატივის მიზანია, საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეების პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და მათთვის ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობების მიცემას, როგორც სპეციფიკურ ასევე ზოგად საკითხებთან დაკავშირებით.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს ქართველი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეების ვიზიტები აშშ- ში. აღნიშნული ვიზიტები დაიწყო 2022 წლის შემოდგომაზე და გაგრძელდება 2026 წლის შემოდგომის ჩათვლით.
ამჟამად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა იწყებს ინგლისური ენის მაღალ დონეზე მცოდნე პირველი და მეორე ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციული (მათ შორის მაგისტრატი) მოსამართლეებისგან განაცხადების მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოებში დაგეგმილ ორკვირიან მივლინებაში მონაწილეობის მისაღებად. მივლინების პერიოდია 2023 წლის სექტემბერი. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება სამართლის უზენაესობის პროგრამის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, რაც ასევე მოიცავს ქართველ მოსამართლეთა განთავსებას ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოებში.
განცხადების სრული ტექსტი და აპლიკაციის ფორმა იხილეთ ბმულზე...
წყარო: jobs.ge