ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს საქმიანობას მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ამ ინიციატივის მიზანია საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეების პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და მათთვის ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობების მიცემას, როგორც სპეციფიურ ასევე ზოგად საკითხებთან დაკავშირებით.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს ქართველი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეების ვიზიტები ა.შ.შ.-ში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2023 წლის მარტსა და აპრილში, 10 ქართველი სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოსამართლით შემდგარი დელეგაცია ეწვია ა.შ.შ-ს. კერძოდ, სასწავლო ვიზიტი ჩატარდა ა.შ.შ.-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, ქ, ნიუ-იორკში და სირაკუზში, ნიუ-იორკის შტატი. მანამდე, გასული წლის სექტემბერში, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქართველ მოსამართლეთა კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრა ა.შ.შ.-ში, კერძოდ, ქ. ვაშინგტონსა და იუჯინში, ორეგონის შტატი. დანარჩენი დაგეგმილი ვიზიტების განხორციელება გაგრძელდება 2026 წლის შემოდგომის ჩათვლით.
შესაბამისად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა იწყებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოსამართლეებისგან განაცხადების მიღებას, მორიგ, 2023 წლის სექტემბერში დაგეგმილ მოსამართლეთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის (თემა - ბავშვთა უფლებები და მსათან დაკავშირებული საკითხები). ვიზიტის პერიოდში მონაწილეები, ასევე, გაეცნობიან ა.შ.შ.-ს სასამართლო პრაქტიკას საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულების პრაქტიკას.
განცხადების სრული ტექსტი და აპლიკაციის ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე...
წყარო: jobs.ge