en
ge

საგრანტო პროგრამა

იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) იწყებს განაცხადების მიღებას.

პროგრამის მიზანია, ადამიანის ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფით, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და უსაფრთხოების გაძლიერება. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.

განაცხადები მიიღება 30 ივნისის 15:00 საათამდე.

გრანტის მოცულობა: დაახლოებით 70,000 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი

როგორი სახის საქმიანობა დაფინანსდება?

• შენობის აშენება/რეაბილიტაცია

• მსხვილი ტექნიკის შეძენა

არ ფინანსდება:

• ხელფასები

• დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)

• მიმდინარე ხარჯები (კომუნალური, ადმინისტრაციული, და ა.შ.)

• ერთჯერადი საქმიანობა (მაგ. ტრენინგები, და ა.შ.)

ვის შეუძლია შემოიტანოს განაცხადი?

•. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები;

• ადგილობრივი თვითმმართველობები (მერია);

გამონაკლის შემთხვევებში:

• საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულები;

•.სამთავრობო დაწესებულებები (სსიპ);

დეტალური ინფორმაცია წესებისა და კრიტერიუმების შესახებ, ასევე, სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ... 

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: grassroot2@tb.mofa.go.jp

წყარო: საქართველოში იაპონიის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში