"USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა" (შემდგომში "პროგრამა") აცხადებს საგრანტო კონკურსს ბიზნეს ასოციაციების მხარდასაჭერად, რითაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში საბაზრო სისტემების გაძლიერებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე 11 მუნიციპალიტეტში.
კონკურსის მიზანია დარგობრივი ასოციაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ჩამოყალიბება სექტორის ზრდის ლიდერებად და კატალიზატორებად. სტრატეგიული მიზნების მიღწევით და მათი კავშირების დახმარებით, ამ ასოციაციებმა შესაძლოა შეასრულოს ეფექტური პლატფორმის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მოხდება თანამედროვე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება, ინოვაციური მექანიზმების შემუშავება და ასოციაციის წევრების რაოდენობის გაზრდა, რაც საბოლოოდ, სარგებელს მოუტანს საბაზრო სისტემის უფრო მეტ მონაწილეს (დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ IB ნაწილი "საგრანტო პროგრამის აღწერა").
ამ კონკურსის ფარგლებში, ბიზნეს ასოციაცია განისაზღვრება, როგორც ოფიციალურად რეგისტრირებული არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს კონკრეტულ სექტორში და თავის წევრებს სთავაზობს ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა სერვისს.
წყარო: jobs.ge