en
ge

საპარლამენტო სტაჟირება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში

"USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა" 5 წლიანი პროექტია (2022-2027), რომლის მიზანია გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და მხარი დაუჭიროს მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებულ მმართველობას. შესაბამისად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, საზედამხედველო ინსტიტუტების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას და მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მოთხოვნის ზრდას.

სტაჟირების პროგრამა:

აღნიშნული საქმიანობის მხარდასაჭერად, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა ეძებს ოთხ საპარლამენტო სტაჟიორს, რომლებიც საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დასაქმდებიან. ორი სტაჟიორი დასაქმდება კომიტეტთან არსებულ აუდიტის სამუშაო ჯგუფში და თითო სტაჟიორი კი კომიტეტის ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებში.

წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა და შეიძინონ გამოცდილება კანონმდებლობის შემუშავებაში, პოლიტიკის კვლევასა და ანალიზში, საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობაში, საბიუჯეტო პროცესსა და ბიუჯეტის ანალიზში.

აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას. პროგრამა გაითვალისწინებს დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების სასწავლო გრაფიკს. პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს 2023 წლის სექტემბერი - 2024 წლის თებერვლის პერიოდს. შესაძლებელია სტაჟირების დამატებით ექვს თვემდე ვადით გაგრძელება.

წყარო: jobs.ge