ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების (HICD PLUS) პროექტი ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის (GLA) საქმიანობის გაუმჯობესებისათვის. GLA არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ლოგისტიკის და ტრანსპორტის კუთხით მუშაობს. GLA ასევე წარმოადგენს წამყვან ამერიკულ კვლევით ორგანიზაციას მომარაგების მენეჯმენტის და ლოგისტიკის სფეროში, მომარაგების საბჭოს, საქართველოში.
GLA წარმოადგენს ლოგისტიკის და მომარაგების დარგში აქტიურად ჩართულ კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს. GLA-ს მიზანია ჩამოაყალიბოს მომარაგების საბჭო საქართველოში და საფუძველი ჩაუყაროს მომარაგების მოდელს - Supply Chain Operations Reference (SCOR). მომარაგების საბჭო განთავსდება GLA-ს ოფისში და GLA-ს წევრები ავტომატურად გახდებიან საბჭოს წევრები. GLA გეგმავს ჩაატაროს მასშტაბური სარეკლამო კამპანია 2013 წლის ბოლოს ან 2014 დასაწყისში; სარეკლამო კამპანია საზოგადოებას გააცნობს მომარაგების საბჭოს და SCOR-ის მოდელს, რითიც გაზრდის GLA-ს და საბჭოს წევრების რაოდენობას. იმისათვის, რომ GLA-მ შეასრულოს თავისი ფუნქცია წარმატებით, მან უნდა აწარმოოს ეფექტური სარეკლამო კამპანია.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, GLA მიზნად ისახავს აამუშავოს დამატებითი სერვისები ახალი წევრების მისაზიდად. GLA ასევე მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თავისი ვებგვერდი და შექმნას სარეკლამო მასალები.
სავარაუდოდ, აღნიშნული სამუშაოს შესრულება დაიწყება 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში. მარკეტინგის სპეციალისტი იმუშავებს თბილისში.
ტრენერის მოვალეობები:
** დაეხმაროს GLA-ს სარეკლამო კამპანიის დაგეგმვასა და ჩატარებაში;
** დაეხმაროს GLA-ს მომარაგების მენეჯმენტის და SCOR-ის მოდელის პოპულარიზაციაში ლოგისტიკის დარგში აქტიურად ჩართულ კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ფართო საზოგადოების წრეებში;
** დაეხმაროს GLA-ს ახალი სერვისების შემუშავებაში; ასევე, ურჩიოს GLA-ს, თუ როგორ მიაწოდოს ახალი სერვისები დაინტერესებულ ორგანიზაციებს და როგორ მიიზიდოს ახალ წევრები.
** შეიმუშავოს რეკომენდაციები ვებგვერდისა და სარეკლამო მასალების გასაუმჯობესებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება შესაბამის სფეროში;
** ტექნიკური და პროფესიონალური უნარ-ჩვევები მარკეტინგის სფეროში;
** არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სასურველია ლოგისტიკის სფეროს ცოდნა;
** აუცილებელია ახალი სერვისის განვითარების გამოცდილება;
** აუცილებელია ვებ-დიზაინის საბაზისო ცოდნა;
** კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** ინიციატივის გამოჩენისა და შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office Programs, Excel, Internet, PowerPoint).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV (სამი რეკომენდატორის სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) და სამოტივაციო წერილი, ელექტრონულ ფოსტაზე: dpagava@hicdplus.ge 2013 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. ველში "საგანი" (subject), გთხოვთ, მიუთითოთ "მარკეტინგის სპეციალისტი" (Marketing Specialist).
ინტერვიუზე დაიბარებენ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც შერჩევის პირველადი ეტაპი გადალახეს.
HICD PLUS-ს ახორციელებს "ქემონიქს ინტერნეშენალი" (Chemonics International), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იმ სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო ორგანიზაციების ინსტიტუციური ქმედუნარიანობის ამაღლებას, რომლებიც სტრატეგიულ როლს ასრულებენ საქართველოს მთავრობის რეფორმებისა და USAID-ის მისიის განვითარების ამოცანების განხორციელებაში.
წყარო:jobs.ge