en
ge

სტაჟირება ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: DAI USAID საჯარო მმართველობის პროგრამა
  • დაწყების თარიღი: 07.08.2023
  • ბოლო ვადა: 10.09.2023
  • ბმული: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=480231

"USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა" 5 წლიანი პროექტია (2022-2027), რომლის მიზანია გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და მხარი დაუჭიროს მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებულ მმართველობას. შესაბამისად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, საზედამხედველო ინსტიტუტების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას და მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მოთხოვნის ზრდას.

სტაჟირების პროგრამა:

პროგრამის "საჯარო სექტორში წარმატებული სტაჟირების ინიციატივა" მეშვეობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო მმართველობის პროგრამა მიზნად ისახავს საჯარო სექტორში სტაჟირების მსურველი ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდის გამოვლენას (ბაკალავრის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ვისაც ახლახან მიენიჭა ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, ასევე სხვა კვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალები) და მათ დასაქმებას ინოვაციური მიდგომების დანერგვით გამორჩეულ სხვადასხვა პარტნიორ საჯარო დაწესებულებებში. "საჯარო სექტორში წარმატებული სტაჟირების ინიციატივა" მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდა გამორჩეულ და მოტივირებულ პროფესიონალებს, გამოიყენონ საჯარო სამსახურში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მომავალში მაღალკვალიფიციური და ინოვაციური აზროვნების პროფესიონალების საჯარო სამსახურში მიზიდვის არხის შექმნას და ფუნქციონირებას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა დაასაქმებს ხუთ (5) ახალგაზრდას, რომელიც სტაჟირებას გაივლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში. ორი სტაჟიორი დასაქმდება საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოში, ორი სტაჟიორი დასაქმდება სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოში და ერთი სტაჟიორი კი ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველოში.

შერჩეულ სტაჟიორებს მიეცემათ სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სტაჟიორებთან პირისპირ პერიოდული შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. Ამისთვის, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ე.წ. "პრაქტიკოსთა თანასაზოგადოება" სადაც დისკუსიის, უკუკავშირისა და რეკომენდაციების გაზიარების ფორმატში სტაჟიორები პროგრამის თანამშრომლებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა და შეიძინონ გამოცდილება საბიუჯეტო კანონმდებლობის შემუშავებაში, პოლიტიკის კვლევასა და ანალიზში, გაეცნონ საჯარო სამსახურის ადმინისტრაციულ პროცედურებს ფინანსთა სამინისტროს მაგალითზე, ასევე, მიიღონ საბიუჯეტო პროცესსა და ბიუჯეტის ანალიზში უნიკალური გამოცდილება.

აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას. პროგრამა გაითვალისწინებს დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების სასწავლო გრაფიკს. პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს პერიოდს 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით. შესაძლებელია სტაჟირების დამატებით ექვს (6) თვემდე ვადით გაგრძელება.

სტაჟირების პროგრამის მართვა და საქმიანობის პირობები:

სტაჟიორები განაწილდებიან ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ზემოხსენებულ სტრუქტურულ ერთეულებში და ანგარიშვალდებულნი იქნებიან საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსისა და USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის წინაშე. თითოეული სტაჟიორის სტიპენდია შეადგენს 1000 ლარს (ხელზე ასაღები). დამატებითი სამსახურებრივი სარგებელი არ არის გათვალისწინებული.

წყარო: jobs.ge