en
ge

კონკურსი გაზეთებისა და ჟურნალებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: აირექსი
  • დაწყების თარიღი: 16.12.2013
  • ბოლო ვადა: 27.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/66894/
"IREX G-MEDIA" იღებს განაცხადებს Newscoop-ის ძრავაზე შექმნილი ორი ვებ-გვერდის გამოყენებით დაინტერესებული ქართული გაზეთებისა და ჟურნალებისაგან
IREX G-MEDIA იღებს განაცხადებს Sourcefabric-ის მიერ დამზადებული, მედია ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებული, კონტენტ-მენეჯმენტის ღია პლატფორმის Newscoop-ის გამოყენებით დაინტერესებული ქართული გაზეთებისა და ჟურნალებისაგან. Sourcefabric არის ჩეხური არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მედია ორგანიზაციებს პროგრამულ გადაწყვეტებს თავაზობს.
Sourcefabric-ის შესახებ ინფორმაცია მოცემულია აქ: http://www.sourcefabric.org/
Newscoop-ის შესახებ ინფორმაცია მოცემულია აქ: http://www.sourcefabric.org/en/newscoop/
Newscoop ორგანიზაციებს ონლაინ პუბლიკაციების მართვაში, კონტენტის გამრავალფეროვნებაში და ახალი აუდიტორიის მოძიებაში ეხმარება. მას გამოარჩევს მაღალი დონის მედია არქივები, საწყისი გვერდის მარტივი გადაადგილებით აწყობის შესაძლებლობა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტი, რაც ჟურნალისტებს ახალი ამბების მარტივად და ეფექტურად შეგროვების, ორგანიზებისა და გავრცელების შესაძლებლობას აძლევს.
Newscoop-ის საერთაშორისო მომხმარებლებს შორის არიან TagesWoche შვეიცარიაში, ElPeriodico de Guatemala და The Yemen Times. საქართველოში Newscoop-ით სარგებლობენ ჟურნალი "ლიბერალი": www.liberali.ge, გაზეთი "ბათუმელები": www.batumelebi.ge, "ნეტგაზეთი": www.netgazeti.ge, ტელეკომპანია "კავკასია": www.kavkasiatv.ge, ინტერნიუსის Media.ge: www.media.ge, რადიო "კომერსანტი": www.commersant.ge.
Newscoop-ის თაობაზე ტექნიკური დახმარების მიღება საქართველოშიც შესაძლებელია Sourcefabric-ის მიერ გადამზადებული ადგილობრივი ტექნიკოსისგან.
Newscoop-ის ძრავაზე არსებული აღნიშნული ორი ვებ-გვერდი გამარჯვებულ მედია ორგანიზაციებს უსასყიდლოდ გადაეცემა. Newscoop-ის მომხმარებლის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენებზე. გამარჯვებული მედია კომპანია მზად უნდა იყოს გაიღოს ხარჯი ადგილობრივი ტექნიკოსის მომსახურების შესაძენად, თუკი ის ვებ-გვერდების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების შეტანას გადაწყვეტს. ამასთან, ადგილობრივ ტექნიკოსს შეუძლია მედია ორგანიზაციის თანამშრომლების მომზადება Newscoop-ის გამოყენებაში. ამჟამად ვებ-გვერდები განთავსებულია Sourcefabri-ის სერვერზე. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მედია ორგანიზაცია ხარჯების შემცირების ან სხვა რაიმე მიზნით სერვერის შეცვლას გადაწყვეტს, Sourcefabric მზად იქნება მას სხვა სერვერზე გადასვლაში დაეხმაროს. Newscoop-ის ყველა მომხმარებელი უფასოდ მიიღებს Newscoop-ის განახლების პაკეტებს Sourcefabric-სგან.
განმცხადებლებს მოეთხოვებათ:
1. სარედაქციო დამოუკიდებლობა პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისგან
2. მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკის პრინციპებისადმი ერთგულება
3. ახალი მედიის ინსტრუმენტების გამოყენებისადმი ინტერესი და მათი გამოყენების უნარი.
განაცხადი უნდა მოიცავდეს:
1. პუბლიკაცის დასახელებას და URL მისამართს;
2. გამომცემლ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას და რედაქციის მისამართს;
3. პუბლიკაციის მოკლე ისტორიას;
4. პუბლიკაციის პროფილს;
5. პუბლიკაციის ონლაინ სივრცეში საქმიანობის მოკლე აღწერას;
6. სამოტივაციო წერილს, რომელშიც ახსნილი იქნება თუ რატომ არის პუბლიკაცია Newscoop -ის გამოყენებით დაინტერესებული და რა მოლოდინები აქვს მისი მისამართით.
განცხადებები მიიღება 2013 წლის 27 დეკემბრის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: mmaziashvili@irex.org
გამარჯვებულ ორგანიზაციას IREX-იდან 2014 წლის იანვრის დასაწყისში დაუკავშირდებიან.
IREX-ის შესახებ:
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ლიდერებისათვის განკუთვნილ და ინოვაციურ პროგრამებს ახორციელებს, რათა გააუმჯობესოს განათლების ხარისხი, გააძლიეროს დამოუკიდებელი მედია და ხელი შეუწყოს პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
ორგანიზაცია 1968 წელს დაარსდა და მისი წლიური პორტფოლიო 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. IREX-ს მსოფლიოს მასშტაბით 500 თანამშრომელი ჰყავს. IREX და მისი პარტნიორი IREX Europe 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებენ მრავალფეროვან პროგრამებსა და საკონსულტაციო საქმიანობას.
პროგრამის აღწერა:
პროგრამა "ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ინფორმირებულ მოქალაქეობას და ანგარიშვალდებულებას" (G-MEDIA) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. G-MEDIA პროექტის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ხელმისაწვდომობა ახალი ამბებისა და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე პოლიტიკურად უკეთ დაბალანსებული, რედაქციულად დამოუკიდებელი, პროფესიონალური და სიცოცხლისუნარიანი მედია სექტორის განვითარებით, რომელიც საზოგადოებას ხმას მიაწვდენს მიწოდების მრავალფეროვანი არხების მეშვეობით. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს მედია პროდუქტის ხარისხის ამაღლებას და გამრავალფეროვნებას და მიწოდების არხების გაფართოებას; პროფესიონალიზმის გაზრდას, საუნივერსიტეტო ჟურნალისტური განათლების ჩათვლით; მარეგულირებელი გარემოს დეპოლიტიზირებას და ჟურნალისტთა მიერ საკუთარი უფლებებისა და პროფესიული ეთიკის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისთვის საჭირო პოტენციალის შექმნას; და მედია საშუალებების სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას.
წყარო:jobs.ge