ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას განვითარების კოორდინატორის ასისტენტის თანამდებობაზე.
ზოგადი აღწერილობა:
განვითარების კოორდინატორის ასისტენტი პასუხისმგებელია დაეხმაროს განვითარების კოორდინატორს, რათა შეიმუშაონ, განახორციელონ და შეაფასონ ყველა ის პროგრამა რომელიც უზრუნველყოფს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერას საჯარო, არასამთავრობო და კერძო სექტორის მიერ. ის აქტიურად იმუშავებს თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად რათა მოხდეს ფულადი სახსრების მოპოვების სხავდასხვა საშუალებების აღმოჩენა, განვითარება და განხორციელება (კერძო პირების, ადგილობრივი ბიზნესის, საეთაშორისო თუ ქვეყნის შიგნით არსებული კორპორაციების და ფონდებაგან) რომელიც ორგანიზაციას საკუთარი მისიის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. განვითარების კოორდინატორის ასისტენტი ანგარიშვალდებულია განვითარების კოორდინატორის წინაშე.
ვალდებულებები/მოვალეობები:
** მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შეიმუშავებასა და განახორციელებაში, მათ შორის სამუშაო გეგმისა, რათა მოხდეს არსებული დონორების მხარდაჭერის მოპოვების საშუალებების აღმოჩენა და შემდგომი გამოყენება.
** განავითაროს, მართოს და მხარი დაუჭიროს კერძო დონორებთან, ადგილობრივ ბიზნესთან, საერთაშორისო ფონდების დამფინანსებლებთან და ადგილობრივ დონორებთან ურთიერთობები, რათა თავის მხრივ უზრუნველყოს ორგანიზაციის და მისი მისიის გრძელვადიანი მხარდაჭრა მათ მიერ.
** ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსური რესურსების მოპოვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს/კამპანიებს/შეხვედრებს, აგრეთვე ჩაერთოს თანამშრომლების, მოხალისეების და კონტრაქტორების შერჩევისა და მეთვალყურეობის პროცესში.
** პასუხისმგებელია ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე; ასევე, შესაბამისი მასალის ტელევიზიისათვის მომზადებაზე, ამჟამინდელი თუ პოტენციური დონორებისთვის მიმართვის და წლიური მოხსენებების მიწოდებაზე ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით.
** თანამშრომლებთან ერთად განავითაროს და უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციის სტრატეგიებისა და მასთან დაკავშირებული სხვა მასალების შესახებ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდამჭერთათვის, კლიენტებისათვის და ზოგადად საზოგადოებისათვის.
** მიაწოდოს დირექტორს ზუსტი და დროული ინფორმაცია სხავადასხვა დონორებისაგან (კერძო, ბიზნეს/კორპორატიული თუ ფონდები) მიღებული ფინანსური რესურსის შესახებ.
** მოთხოვნის შესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ყველა მოვალეობა.
საჭირო უნარები და გამოცდილება:
** ზეპირი და წერითი პროფესიული პრეზენტაციის უნარი; წერის კარგი უნარი უნდა გულისხმობდეს წინადადებისა დოკუმენტაციის მომაზადებას და რედაქტირებას როგორც დამოუკიდებლად ასევე ერთობლივად.
** საჯარო გამოსვლების გამოცდილება და ასევე, მცირე ჯგუფებთან თუ ინდივიდუალურ პირებთან მუშაობის უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდა-როგორც სასაუბრო ასევე წერითი.
** კომპლექსურ ორგანიზაციულ გარემოში მუშაობის და ერთდროულად რამდენიმე პროექტისა თუ გუნდის დახმარების გამორჩეულად კარგი უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდა - Word, Excel, PowerPoint და მონაცემთა ბაზის მართვა.
** მოწესრიგებული, გამჭრიახი, მოქნილი, მობილიზებული, რათა დამოუკიდებლად მუშაობის დროს თვალყური ადევნოს დათქმულ ვადებს, ხოლო გუნდური მუშაობისას საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა და ამავე დროს მართოს სხვადასხვა პროექტები.
** შედეგზე ორიენტირებული პროფესიული სურვილი თავის წვლილი შეიტანოს ორანიზაციის მიზნების მიღწევის პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება როგორიც არის სოციალური ქსელი და ა.შ.
** მჭიდრო ურთიერთობები საქველმოქმედო/არასამთავრობო სფეროსთან
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსური რესურსების მოპოვების სფეროში
** სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში
ზოგადი:
** იმოქმედოს საქართველოს კანდონმდებლობის შესაბამისად.
** დაეხმაროს თანამშრომლებს ბიუჯეტის მომზადებას და ფულის ბრუნვის სწორად წარმართვაში
** შეინარჩუნოს ელექტრონული და არა ელექტონული მონაცემთა ბაზაში მოცემული ინფომაციის სიზუსტე და სანდოობა.
** სხვა მასზე დაკისრებული მოვალეობები.
წარმოდგენილი რეზიუმე პაკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგს:
** CV ფოტოსურათით
** საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
** სამოტივაციო წერილი
** 2 სარეკომენდაციო წერილი.
ყველა კანდიდატმა უნდა გადმოაგზავნონოთ თავიანთი CV (ფერადი ფოტოსურათით), და სამოტივაციო წერილი ინგლისურად შემდეგ მისამართზე Kutaisi.youth@gmail.com და გთხოვთ საგანში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა - 2014 წლის 20 იანვარი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან.
მის: ქუთაისი, გრიშაშვილის მე-4 შეს. 3
ტელ: 0 (431) 25 13 30
წყარო:jobs.ge