"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციული განვითარების პროექტის შეფასების საკითხებში კონსულტანტის თანამდებობაზე.
კონსულტანტი შეაფასებს, თუ რამდენად ეფექტურია ორგანიზაციული განვითარების ინიციატივა (ODI) საკუთარი მიზნების და "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მისიისა და პროგრამული მიზნების მიღწევაში. "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მოლოდინია, რომ შეფასების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება ფონდს გაიღრმავოს ცოდნა და დამატებით განავითაროს ორგანიზაციული განვითარების სისტემა.
შეფასების ჩატარების პერიოდი: თებერვალი - აპრილი, 2014 წ.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 3 თებერვალი, 2014 წელი, 17:00 საათი (თბილისის დროით).
წყარო:jobs.ge