en
ge

ტენდერი ეროვნულ დონეზე საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად

ევროპის საბჭოს პროექტი „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ აცხადებს ტენდერს ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შესაქმნელად.

საკონსულტაციო მომსახურება გულისხმობს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2020-23 და 2024-27) ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან თანამშრომლობით კონკრეტული აქტივობების განხორციელებას შემდეგ თემატურ საკითხებზე: მონაწილეობითი დემოკრატია, დეცენტრალიზაცია და მრავალდონიანი დიალოგი, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება და მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობა, კომუნიკაციისა და ადვოკატირების სტრატეგიები, სოციალური და ქცევითი ცვლილებები.

წყარო: ევროპის საბჭო ოფისი საქართველოში