en
ge

მხარდაჭერა კულტურული განვითარების პროექტებისთვის

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • დაწყების თარიღი: 17.01.2014
  • ბოლო ვადა: 14.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/68043/
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარება კულტურული განვითარების პროგრამების/პროექტების განხორციელებაში
ეს პროექტები გამიზნულია დაეხმაროს ქვეყნის კულტურის სფეროს მუშაკებსა და ფინეთს შორის თანამშრომლობას. აქტივობები შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა სემინარსა თუ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული გამოცდილების თანაბრად გაზიარებას. დაფინანსდება ისეთი პროექტები და სემინარები, რომლებიც ხელს უწყობენ განათლებას, ქვეყნის კულტურისა და კულტურული იდენტობის განვითარებას, ასევე კონტაქტების დამყარებას.
მაგალითისთვის, უკვე დაფინანსებული პროექტებია: თეატრალური სემინარი უნარშეზღუდულებისთვის, ცეკვის გაკვეთილები პროფესონალებისა და სკოლებისთვის, ადგილობრივი ხალხური რეწვის ტრადიციების ხელშეწყობის პროექტი.
პროექტის მიზნები უნდა ითვალისწინებდეს ფინეთის განვითარების პოლიტიკის პროგრამას, რომელიც მოიცავს: დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, განათლებას, სიღარიბის დაძლევას, თანასწორობისა და გარემოს დაცვის საკითხებს.
ფინეთის განვითარების პოლიტიკის პროგრამის ინგლისური ვერსია იხ:
საყურადღებოა, რომ გრანტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ფინელი მონაწილეების მგზავრობისა და ცხოვრებისათვის, ასევე, სემინარისა თუ ტრენინგებისთვის საჭირო ხარჯებისათვის, მაგრამ არ შეიძლება - ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, მონაწილეთა ჰონორარებისა თუ ხელფასებისთვის.
აპლიკაციის ფორმის ჩაბარების ვადაა 2014 წლის 14 თებერვალი.
ფინანსური დახმარების გამცემია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციებისა და კულტურის დეპარტამენტი, სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩთან შეთანხმებით.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პროექტების კონკურსთან დაკავშირებით (ასევე ინფორმაცია საბუთების შეტანისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ) შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებგვერდზე:
წყარო:jobs.ge