en
ge

საერთაშორისო სემინარი საგზაო უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის საკითხებზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ჰოლანდიის საელჩო და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
მიმდინარე წლის 25 თებერვალს ქალაქ თბილისში საქართველოში ჰოლანდიის საელჩოსა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ორგანიზებით იმართება საერთაშორისო სემინარი საგზაო უსაფრთხოებისა და საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის მენეჯმენტის სისტემის შექმნის საკითხზე. საგზაო ტრანსპორტის მზარდი ნაკადი და საგზაო უსაფრთხოება დიდ გავლენას ახდენენ თოთოეულ ჩვენგანზე. ამ საკითხების მოსაგვარებლად დამოუკიდებელი ექსპერტების, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, მედიის, კომპანიებისა და მოქალაქეების ერთობლივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
სემინარზე მოწვეულნი არიან მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიელი ექსპერტები, პროფესორი ფრედ ვეგმანი და ბატონი გოდჰელფი. ორივე მომხსენებელს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება საგზაო უსაფრთხოების საკითხებში და მონაწილეობა აქვთ მიღებული სემინარებსა და პოლიტიკის ინიციატივებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ძირითად მომხსენებლებთან ერთად, სემინარზე დასასწრებად თბილისში ჩამოვა რამდენიმე ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენელი. თითოეული ეს კომპანია სხვადასხვა სფეროში არის სპეციალიზირებული საგზაო მოძრაობის მენეჯმენტისა და საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებში.
სემინარი მოიცავს არა მარტო საგზაო უსაფრთხოების საკითხებს, არამედ ტრანსპორტის მოძრაობის მენეჯმენტთან დაკავშირებულ ისეთ თემებს: როგორიცაა საცობი, ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება ქალაქებსა და მაგისტრალებზე. სემინარის მიზანია მიეწოდოს უახლესი ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და დაინტერესებულ ბიზნეს პარტნიორებს გაიზიარონ წამყავნი საერთაშორისო გამოცდილება და ცნობილ ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების გზებზე.
სემინარზე მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდით: georoadsafety@gmail.com; keti.murusidze@gmail.com, ან ტელეფონით: (+995) 598 680 345 ქეთი მურუსიძე