სამოქალაქო საზოგადოება: დიალოგი პროგრესისათვის
შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერების პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისათვის
პროექტი ”დიალოგი პროგრესისათვის” ხორციელდება ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების მხარადჭერის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (გერმანია) და კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.
•მუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში და ცდილობთ გავლენა მოახდინოთ თქვენს თემში გარკვეული პოლიტიკისა და მიდგომების განვიარებასა და იმპლემენტაციაზე?
•გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობები, რომ შეძლოთ ეროვნულ დონეზე გავლენის მოხდენა?
•გსურთ, რომ იმ თემის წარმომადგენლების ხმა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ისმოდეს ეროვნულ დონზე და მათი საჭიროებები და მოსაზრებები პოლიტიკის შესახებ გაითვალისწინონ გადაწყვეტილების მიმღებებმა?
ეს არის პროგრამა, რომელიც გაძლევთ შანს მიიღოთ ახალი ცოდნა და უნარები, იპოვოთ ახალი პარტნიორები და თანამოზარეები და აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა მთავრობასთან, ევროკავშირის დელეგაციასთან და ევროკავშირის ექსპერტებთან დისკუსიებში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
შემოთავაზებული ტრენინგის პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან, სულ 6 ტრენინგისაგან.
მოდული 1 - ორგანიზაციული განვითარება
•სტრატეგიული დაგეგმვა
•რესურსების მართვა
•ფონდების მოძიება და პროექტის წერა
•პროექტის დიზაინი და მენეჯმენტი
•ცვლილებების მენეჯმენტი
•მოხალისეების მენეჯმენტი
მოდული 2 - ტენიკური და ორგანიზაციული უნარების განვითარება პოლიტიკის დიალოგში ეფეტური მონაწილეობისათვის
•პოლიტიკის ანალიზი
•მოლაპარაკებები
•მოქალაქეთა უფლებების საფუძვლები
•ადვოკატირება და ლობირება
•ქსელები და კოალიციები
•საზოგადოებასთან ურთიერთობა და კამპანიები
•კვლევის მეთოდები: რაოდენობრივი და ხარისხობრივი
•პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი; ბიუჯეტის მონიტორინგი
მოდული 3 ალიანსებისა და ქსელების გაძლიერება
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერების პროგრამა დაიწყება 2014 წლის მარტიდან და გაგრძელდება 2015 წლამდე.
პროგრამის მონაწილეები აქტიურად იქნებიან ჩართული მთავრობასთან და ევროკავშირის დელეგაციასთან კონსულტაციებსა და დისკუსიებიში. შერჩეული მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას:
•დარგობრივ საექსპერტო დისკუსიებში;
• გაეცნობიან ვროკავშირს მიერ მხარდაჭერილი წარმატებულ პროექტებს;
•ექნებათ საშუალება ითანამშრომლონ ქვეყანაში წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ევროკავშირი ექსპერტებთან;
პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატებს
შერჩევის კრიტერიუმები:
მოტივირებული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, რომლებსაც მინიმულ 3 წლის გამოცდელება აქვთ სექტორში მუშაობის და მზად არიან ატიურად ჩაერთონ პროგრამის საქმიანობებში.
ინგლისურსი ცოდნა არ არის სავალდებულო, თუმცა განიხილება როგორც უპირატესობა
განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ შემდეგ სფეროებში:
1)საჯარო სექტორის რეფორმა (საჯარო ადმინისტრირება და ფინანსების მართვა);
2)სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
3)მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები.
პროგრამაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ არიან ჩართული პოლიტიკის დიალოგში.
ველით თქვენს შევსებულ აპლიკაციებს ელექტრონულ მისამართზე office@iccn.ge, 23 თებერვლის ჩათვლით. აპლიკაცია უნდა იყოს შევსებული ინგლისურად.