ფონდ „ღია საზოგადეობა – საქართველოს" ადამიანის უფლებების პროგრამა ფოკუსირებულია მართლმსაჯულების სფეროში ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე და მის პრიორიტეტებს წარმოადგენს ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის გაუმჯობესება, წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა, მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფა.
პროგრამა ხელს უწყობს მართლმსაჯულების სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე და პროცესუალური უფლებების დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე (იხ.ვებგვერდი: www.osgf.ge).
სამუშაოს აღწერილობა:
მენეჯერი ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებების პროგრამას და პასუხისმგებელია ზემოთ მითითებული პრიორიტეტული სფეროების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობაზე.
მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
- პროგრამის მართვა და მონიტორინგი;
- პროგრამის მიზნების, ამოცანების და სტრატეგიის განსაზღვრა;
- სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი;
- პოტენციურ გრანტის მიმღებებთან რეგულარული კონსულტაციების ჩატარება;
- ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი;
- შიდა პროექტების და საკონკურსო განცხადებების მომზადება, ასევე, კვლევების მომზადებაში მონაწილეობა;
- სფეროში მომუშავე საერთაშორისო დონორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაცია;
- სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ინდივიდუალურ პირებთან თანამშრომლობა.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- მაგისტრის ხარისხი სამართალში (სასურველია ხარისხი ან გამოცდილება სისხლის სამართლის სფეროში);
- ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
- სფეროში წარმატებული პროექტების/ინიციატივების შემუშავების ან განხორციელების გამოცდილება;
- ადამიანის უფლებების პრინციპებისა და პრაქტიკის ცოდნა.
უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის (როგორც ზეპირი, ისე წერითი), სტრატეგიული და შემოქმედებითი აზროვნების, სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების, გუნდური მუშაობის უნარები.
ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
ანგარიშვალდებულება: პროგრამის მენეჯერი ანგარიშვალდებული იქნება აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.
ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება ფონდის შინაგანაწესისა და პროცედურების, კანდიდატის სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადის შეტანის პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე hr@osgf.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგიდოკუმენტები:
1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე (იქვე მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
2. სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც მითითებული იქნება ის მიზეზები, თუ რატომ გაინტერესებთ ეს თანამდებობა;
3. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
4. პირადობის მოწმობის ასლი.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 27 თებერვალი, 18:00 საათი.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.
წერილის დანიშნულების ველში გთხოვთ, მიუთითოთ "Program Manager Vacancy-გვარი, სახელი".
შერჩევის პროცედურა:
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. კონკურსი ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.
შერჩეულ კანდიდატებს ფონდი დაუკავშირდება 2014 წლის 5 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი
ტელ.: (+995 32)2 25 04 63 (შიდა №240); (+995 77) 47 11 63
ელ.ფოსტა: tushishvili@osgf.ge
წყარო:osgf.ge