en
ge

საველე ჯგუფის ხელმძღვანელი - რეგიონები

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: მერსი ქორი
  • დაწყების თარიღი: 25.02.2014
  • ბოლო ვადა: 03.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69910/
"მერსი ქორფსი" აცხადებს ვაკანსიას საველე ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე საბაზისო კვლევისათვის.
საბაზისო კვლევა შესრულდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის "ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში. კვლევა მოიცავს 16 მუნიციპალიტეტს იმერეთში (სამტრედია, ვანი, საჩხერე, ჭიათურა), შიდა ქართლში (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური), ქვემო ქართლში (გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო), სამცხე-ჯავახეთში (ნინოწმინდა, ახალქალაქი) და კახეთში (საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი). კვლევა ჩატარდება სოფლის მოსახლეობასთან.
შესაბამისად, საველე ჯგუფის ხელმძღვანელები იმუშავებენ დასახელებული რეგიონების მუნიციპალიტეტების სოფლებში:
** იმერეთი (1 საველე ხელმძღვანელი)
** შიდა ქართლი (1 საველე ხელმძღვანელი)
** ქვემო ქართლი (1 საველე ხელმძღვანელი)
** კახეთი (1 საველე ხელმძღვანელი)
** სამცხე-ჯავახეთი (1 საველე ხელმძღვანელი)
ძირითადი ვალდებულებები:
** თბილისში, კვლევის ტრენინგში მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივი ინტერვიუერებისთვის ტრენინგის ჩატარდება ადგილზე რეგიონში;
** ინტერვიუერების მიერ შერჩეულ შინამეურნეობებში მონაცემთა შეგროვების პროცესის კოორდინაცია და ველის დროს გართულებების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი (ხელმძღვანელთან შეთანხმებით) და მასზე დროული რეაგირება;
** ხარისხის კონტროლი კითხვარების შევსების სისრულეზე, თანმიმდევრულობასა და სიზუსტეზე;
** ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა ველის მიმიდინარეობის შესახებ, სადაც ასახული იქნება რესპოდენტთა თანამშრომლობის ხარისხი, უარი პასუხებსა და სხვა დეტალებზე, რომელიც შესაძლოა ახლდეს ველის მიმდინარეობას;
** შევსებული კითხვარების მიწოდება მერსი ქორფსისთვის;
** ტექნიკური ანგარიშის მომზადება.
თითო რეგიონში შეივსება დაახლოებით 200 კითხვარი.
კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** განაცხადში მითითებულ რეგიონში მუშაობის გამოცდილება;
** ინტერვიუერად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომუნიკაციის კარგი უნარი და აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერით და ზეპირად;
** რუსული ენის ცოდნა (აუცილებელი პირობაა ქვემო ქართსა და სამცხე ჯავახეთში);
** სასურველია სომხური ენის სამუშაო დონეზე ცონდა სამცხე ჯავახეთში და აზერბაიჯანული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა ქვემო ქართლში.
სამუშაო დაიწყება 2014 წლის 15 მარტს და გაგრძელდება 3 კვირა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზანეთ CV რეკომენდატორების მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mercycorps.ge 2014 წლის 3 მარტის 17:00 საათამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია: "Ref.: fieldwork coordinator".
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტებს შესაბამისი რეგიონებიდან.
წყარო:jobs.ge