"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს კონკურსს აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე:
1) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტებისთვის, აშშ-ს გენერალური ინსპექტორის ოფისის მიერ გამოცემული უცხოელი გრანტის მიმღებების მიერ მოწვეული აუდიტორების სახელმძღვანელო მითითებების და აშშ სახელმწიფო აუდიტის სტანდარტების შესაბამისად
2) ორგანიზაციის 2013 წლის პროექტებისთვის, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
აუდიტორი თავის მიგნებებს და შესაბამის რეკომენდაციებს მენეჯმენტისთვის წერილის ფორმით წარმოადგენს.
გთხოვთ, კითხვების შემთხვევაში მოგვწეროთ და განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: jobs@transparency.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 11 მარტი.
წყარო: jobs.ge