აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა) მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე ევროკავშირის რეგიონული პროგრამა.
თანამდებობა: რესურსების ეფექტური გამოყენების და სუფთა წარმოების ადგილობრივი ექსპერტი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო. შესაძლოა მივლინებები საქართველოს რეგიონებში.
ხანგრძლივობა: სხვადასხვა სახის დავალების შესრულება დროის სხვადასხვა პერიოდში. სამუშაო დღეების საერთო რაოდენობა ერთ თვემდე.
დაწყების თარიღი: 2014 წლის აპრილი.
შენიშვნა: ვთავაზობთ ქართულ სამრეწველო კომპანიებს წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები შესაბამისი კვალიფიკაციით და გამოცდილებით.
პროექტის შესახებ:
პროექტი ხორციელდება გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა) მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე ევროკავშირის რეგიონული პროგრამის (EaP GREEN) ფარგლებში. პროექტის მიზანია ბენეფიციარ ქვეყნებში სამრეწველო საწარმოებში რესურსების ეფექტური გამოყენება და გარემოს დაცვის გაუმჯობესება. UNIDO-ს ამ პროექტის ამოცანაა: ექვს ბენეფიციარ ქვეყანაში კადრების მომზადება და ინსტიტუციური გაძლიერება რესურსების ეფექტური გამოყენების და სუფთა წარმოების ხელშეწყობის მიზნით; შერჩეულ სამრეწველო სექტორებში (კვების მრეწველობა, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ჩათვლით, ქიმიური მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება) რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება და მათი რეპლიკაცია; რესურსეფექტური და სუფთა ტექნოლოგიების გადაცემა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მხარდაჭერა.
პროექტის ადმინისტრირებას საქართველოში ასრულებს ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო http://www.eecgeo.org
ადგილობრივი ექსპერტის ფუნქციები და მოვალეობები:
პროექტი იწვევს ადგილობრივ ექსპერტებს საქართველოში, რომლებიც:
** მიიღებენ მონაწილეობას და გაივლიან სასწავლო კურსს (6 დღე ეტაპობრივად დროის სხვადასხვა პერიოდში) რესურსების ეფექტური გამოყენების და სუფთა წარმოების მეთოდებსა და ტექნოლოგიებში; ტრენინიგს ჩაატარებენ საერთაშორისო ექსპერტები. ისინი ასევე დაეხმარებიან ადგილობრივ ექსპერტებს შერჩეულ სადემონსტრაციო კომპანიებში ამ მეთოდების გამოყენებაში.
** ჩაატარებენ გარემოსდაცვით შეფასებას/აუდიტს შერჩეულ სადემონსტრაციო კომპანიებში ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა კვების მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება.
ადგილობრივი ექსპერტები იმუშავებენ ეროვნული კოორდინატორის ხელმძღვანელობით. პროექტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით ჩაუტარებენ ტრეინინგებს სხვა ექსერტებს და იმ სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც განხორციელდება რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტები.
კვალიფიკაცია: მაგისტრის ან მისი ექვივალენტი საუნივერსიტეტო ხარისხი შემდგეგი სპეციალობებით: ინჟინერი, სამრეწველო ტექნოლოგიები, ბიზნეს მენეჯმენტი, გარემოს დაცვა.
გამოცდილება და ცოდნა:
** პრაქტიკული გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამრეწველო ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და ენერგიის მართვა სამრეწველო საწარმოებში;
** სამრეწველო ციკლის და ტექნოლოგიების ცოდნა ისეთ დარგებში, როგორიცაა კვების მრეწველობა, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება, სამშენებლო მასალების და ქიმიური ნივთიერებების წარმოება;
** მწვანე ეკონომიკის, სუფთა წარმოების, ენერგოეფექტურობის კონცეფციის და მეთოდოლოგიის ცოდნა.
** კერძო სექტორში და სამრეწველო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;
განაცხადების პროცედურა:
აპლიკანტებს შეუძლიათ გააგზავნონ CV/რეზუმე ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: m_dadi@eecgeo.org ინტერვიუზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 17:00, 12 მარტი, 2014.
წყარო: jobs.ge