ამერიკული ორგანიზაცია "PH International", აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" პროგრამის ფარგლებში (თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება AID-114-A-10-00004, დამატება - 6) იწვევს დაინტერესებულ მხარეებს, მონაწილეობა მიიღონ ღია კონკურსში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების მომსახურების შესახებ.
შემოთავაზებები მიიღება 2014 წლის 15 აპრილის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tea.mshvenieradze@ph-int.org და სათაურში (Subject Line) მიუთითეთ "RFP ACETT Final Evaluation".
შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:
** თანხმობის წერილს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია/კომპანია თანხმობას აცხადებს, შეასრულოს "სამუშაოს აღწერაში" მითითებული მომსახურება ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.
** სამუშაოს შესრულების გრაფიკს "სამუშაოს აღწერის" შესაბამისად.
** ბიუჯეტის მუხლების სახით (მაგ. მოსამზადებელი სამუშაოები, ტრანსპორტირება, ღამისთევა, საკანცელარიო მასალა, ბეჭდვითი მომსახურება აშშ) წარმოდგენილ მომსახურების ღირებულებას (იხილეთ "სამუშაოს აღწერის" მე-5 პუნქტი);
** კონსულტანტების/შემფასებელი ორგანიზაციის დაწვრილებით რეზიუმეებს (რეზიუმე უნდა აღწერდეს კონსულტანტის გამოცდილებას დონორების მიერ დაფინანსებული მცირე, საშუალო და დიდი მასშტაბის პროგრამების შეფასებაში);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
** ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
დოკუმენტაციის მომზადების დროს წამოჭრილი დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თეა მშვენიერაძეს ელ.ფოსტით tea.mshvenieradze@ph-int.org ან ოფისში: 299 00 49 ან 223 33 38.
წყარო: jobs.ge