"კონრად ადენაუერის ფონდი" (KAS), "პოლიტიკის და მართვის საკონსულტაციო ჯგუფთან" (PMCG) ერთად, "პოლიტიკის კვლევა მდგრადი განვითარებისთვის" პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში კვლევით კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლების კურსდამთავრებულებს, შესაბამისი სფეროს დოქტორანტებს.
კვლევითი ნაშრომები შემდეგ თემებს უნდა მოიცავდეს:
1. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამუშაო ძალების მობილობის ხაჯები და სარგებელი
ნაშრომის მიზანია შეიქმნას მიგრაციის ნაკადების პოტენციური ზრდის ფართოსპექტრიანი კვლევა, რომელიც შეიძლება გამოწვევულ იქნას და პირდაპირ უკავშირდებოდეს ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებებს (ევროკავშირთან ასოცირების ხელშკრულება) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში. ამდენად, კვლევა უნდა მოიცავდეს საქართველოში მიგრაციის საკითხებზე არსებული ლიტერატურის მიმოხილვას, მიგრაციის გავლენას ადგილობრივ სამუშაო ბაზარზე, მიგრაციის ნაკადებთან მიმართებაში ამჟამინდელი სიტუაციის, მიგრანტების სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლების და ფულადი გზავნილების მონაცემთა ანალიზს. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში განხილულ უნდა იქნას საქართველოს შრომის ბაზრის დინამიკა და მახასიათებლები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ასევე ქვეყანაში მიგრაციის არსებული პოლიტიკის (ევროკავშირთან მიმართებაში) და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მიგრაციის შეზუდული მოთხოვნის ანალიზი.
2. გლობალური პროდუქციის ფასების გავლენა ადგილობრივ ბაზარზე
საქართველოს უწევს ე.წ. ძირითადი პროდუქტების (ხორბალი, შაქარი, სოიოს მარცვლები და სხვა) იმპორტი. შესაბამისად ამ პროდუქტებზე ფასების ცვლილება სწრაფად აისახება საქართველოს ბაზარზე საკვები პროდუქტების ფასებზე. აქედან გამომდინარე, ქართველი მომხმარებელი მნიშნელოვნად არის დამოკიდეული გლობალურ პროდუქტზე ფასების ცვალებადობაზე. მკვლევარმა უნდა გაანალიზოს ადგილობრივი ფასების დამოკიდებულება გლობალურ ბაზრებზე და რამდენად სწრაფად ხდება ფასეის ცვლილება. მან აგრეთვე უნდა შეისწავლოს იმპორტირებული მოხმარების პროდუქციის წილი (ქვეყნების მიხედვით) და გაანალიზოს მიმდინარე ტენდენციები სოფლის მეურნეობის სექტორში.
3. საქართველოში სუფთა ენერგეტიკაში ინვესტირების ეფექტები
გლობალური კლიმატური ცვლილებები ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, კერძოდ სუფთა ენერგეტიკაზე გადასვლის წარმატებული მართვის მზარდი საჭიროება სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. ენერგიის გამოყენებასა და ეკონომიკურ ნიშნულს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და ის ფაქტი რომ დღესდღეობით საქართველს მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია იმპორტირებულ ენერგეტიკაზე, უფრო აძლიერებს ქვეყნის მიერ სუფთა ენერგეტიკაში ინვესტირების საჭიროებას. კვლევამ უნდა მოიცვას ეკონომიკური, ენერეტიკული და გარემოსდაცვითი საკითხები, როგორიც არის სამუშაო ადგილები, შემოსავლები, ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ქვეყნისთვის ემისიების შემცირება. კვლევა სამ ძირითად მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტრირებული: 1) გამოითვალოს სუფთა ენერგეტიკაში არსებული ინვესტიციების მოცულობა, რომელიც საქართველოს სჭირდება, რათა დააკმაყოფილოს ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობის მოთხოვნები და კლიმატურ ცვლილებათა პაკეტი. 2) აღნიშნული ინვესტიციების მაკროეკონომიკული გავლენა პროდუქციის წარმოებაზე, დასაქმებასა და საქართველოს ეკონომიკაში იმპორტის შემცირებაზე. 3) პოტენციული ენერგოპროექტების სოციალური გავლენის შეფასება, ვინაიდან სოციალური სამართლიანობა გარემოს დაცვასა და ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდასთან ერთად ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
4. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციის შესაძლო გამოწვევები ენერგეტიკის სფეროში.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ენერგოსექტორმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მნიშვნელოვანი პროგრესია ენერგეტიკის სფეროს ლიბერალიზაციის, ენეგოუსაფრთხოების და საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებით. საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ზოგიერთი ასპექტი მოიცავს ენერგორეგულაციას და საბაზრო წესებს, რომლებიც ევროკავშირის პრინციპებთან შესაბამისობაშია მოყვანილი. თუმცა დამატებითი ცვლილებებია შესატანი რათა მოხდეს საქართველოს ენერგოსექტორის კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან სრული ჰარმონიზაცია.
დღესდღეობით, როგორც კანდიდატი ქვეყანა საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობის სრულ წევრობაზე. ამიტომ საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია ევროკავშირის მესამე ენერგეტიული პაკეტის შესაძლო გამოწვევების ანალიზი.
შერჩეულმა კანდიდატმა უნდა მოახდინოს საქართველოს ენეგოსექტორის ამჟამინდელი სტატუსის ანალიზი და მისი რეგულაციის და სამართლებრივი ასპექტები და განვითარება ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში. ნაშრომში აქცენტი უნდა გაკეთდეს თუ რა ზომებია მისაღები და რა გამოწვევები შეიძლება წარმოიშვას კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.
კვლევა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ინფორმაციის მოწოდბა და კონფიდენციალობა (გამჭვირვალობა), მომარაგების უსაფრთხოება, ენერგო ეფექტურობა, რეგიონული თანამშრომლობა, განახლებადი ენერგიის პოტენციური განვითარება, გარემოსდაცვითი ვალდებულებები და მარეგულირებლის როლი.
5. მყარი ნარჩენების მართვის ეკონომიკური ანალიზი
კვლევითი ნაშრომის მიზანია ჩატარდეს ნარჩენების მართვის ეკონომიკური ანალიზი და განისაზღვროს მისი ეკონომიკური მნიშვნელობა კერძო სექტორისთვის, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვის ერთ ერთ ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენს, დაწყებული ნარჩენების მოგროვებიდან მისი გადამუშავებით და გამოყენებით დამთავრებული. კლვევა დაფუძნებული უნდა იყოს შემდეგ სამ მიმართულებაზე:
** ნარჩენების შეგროვება
** ნაგავსაყრელები
** გადამუშავება.
ნაშრომი უნდა მოიცავდეს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, ნარჩენების მართვის ფუნქციებს, საჭიროებებს და დაბრკოლებებს, რომლებიც აფერხებს კერძო სექტორის ინვესტიციებს ამ სფეროში.
კვლევის მიზანია განისაზღვროს ეკონომიკური და გარემოს დაცვის სარგებლიანობა (ან ხარჯები), რომელებიც დაკავშირებულია ნარჩენების მართვის სფეროში ინვესტიციების მოზიდვასთან, თანამედროვე სანიტარული ნაგავსაყრელების, გადამუშავების და კომპოსტური ინფრასტრუქტურის ჩათვლით. დანახარჯები უნდა მოიცავდეს კაპიტალის, ოპერაციულ და შენახვის ხარჯებს. სარგებელი უნდა მოიცავდეს შემოსავალებს, დანახარჯების დაზოგვას (ეფექტიანობა ან სხვა სარგებელი) და გარემოს დაცვის გაუმჯობესებას (მაგალითად კარბონალური ემისიების შემცირებას). კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ნარჩენების გადამუშავების მართვის დაგეგმვას და გადამუშავების სტრატეგიის და ტარიფების პოლიტიკის განვითარებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. კვლევითი ნაშრომის მოკლე აღწერა (2 გვერდი)
2. დეტალური ბიოგრაფია (CV).
დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2014 წლის 9 მაისისა, შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.jugeli@pmcg.ge
აპლიკაციების შეფასების პროცესი შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:
9 მაისი, 2014: კვლევითი ნაშრომის მოკლე აღწერის წარდგენის ბოლო ვადა
30 მაისი 2014: გადაწყვტილების გამოტანა სამეთვალყურეო კომისიის მიერ
1 ივნისი 2014: კვლევის დაწყება.
კვლევითი ნაშრომის მოკლე აღწერილობის შეფასება ხდება დამოუკიდებელი სამეცნიერი კომისიის მიერ. შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ კვლევითი ნაშრომი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე სამი თვის პერიოდში). კვლევის შედეგების წარდგენა მოხდება სამეცნიერო ფორუმზე აკადემიურ და პოლიტიკური წრის ექსპერტთა მონაწილეობით.
კვლევითი ნაშრომი ანაზღაურდება 1200 ევროთი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
თამარ ჯუღელი
"პოლიტიკის და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი"
უზნაძის ქუჩა 57, თბილისი, 0102
ელფოსტა: t.jugeli@pmcg.ge
ტელ: 0099532 2982495, 2921171
წყარო:jobs.ge