en
ge

ჰაკათონი ვებ დეველოპერებისა და პროგრამისტებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: UNDP საქართველო, ჰოლანდიის საელჩო
  • დაწყების თარიღი: 20.05.2014
  • ბოლო ვადა: 24.05.2014
  • ბმული: http://jobs.ge/74097/
ვიწვევთ ვებ დეველოპერებს და პროგრამისტებს ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად.
დიპლოჰაკ თბილისი: ინოვაციების კონკურსი აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას ტექნოლოგიების სექტორთან, მოქალაქეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვეძებთ ვებ დეველოპერებს, პროგრამისტებს და დიზაინერებს, რომელთა დახმარებითაც, იდეები იქცევა პროდუქტებად ან მუშა პროტოტიპებად ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში. გამარჯვებული გუნდის ჯილდო შეადგენს 3,000 აშშ დოლარს.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გაქვთ ის რაც საჭიროა, სახალისო, კონკურენტულ და ახალ წამოწყებებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობისთვის, დარეგისტრირდით, რათა მიიღოთ მონაწილეობა 30 მაისი - 1 ივნისის ჰაკათონში, რომელსაც უმასპინძლებს "Garage48" და მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და ნიდერლანდების საელჩო.
წყარო: jobs.ge