en
ge

კონკურსი - საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება თემაზე: „საზღვრისპირა, ტრანსსასაზღვრო და ტრანსეროვნული რეგიონული თანამშრომლობა“

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute - CSI) საქართველოში მოქმედ ყველა კვლევით ორგანიზაციას (უნივერსიტეტები, ანალიტიკური ცენტრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები) იწვევს კონკურსში „საზღვრისპირა, ტრანსსასაზღვრო და ტრანსეროვნული რეგიონული თანამშრომლობა", რომელიც ტარდება რეგიონული განვითარების პროგრამის (GARF – RD) ფარგლებში. 

პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ევროკომისიის მისიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით. 

პროგრამის მთავარი მიზნებია

  • 10 საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება ორი მიმართულებით: ა) რეგიონული პოლიტიკის მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობა და რეგიონების კონკურენტუნარიანობა; ბ) პოლიტიკების ტერიტორიული ზეგავლენის ანალიზი;
  • რეგიონული განვითარების სფეროში მომუშავე ანალიტიკური ცენტრების ურთიერთდაკავშირება და შემუშავებული ხედვების ხელისუფლებასთან განხილვა.

საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების ღირებულება შეადგენს 9,000 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ ტექნიკური დავალების დოკუმენტს (Terms of Reference - TOR).

ტექნიკური დავალება...

საკონკურსო განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 17 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ეკატერინე დანელია,

პროგრამის კოორდინატორი, 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი