"განათლების საერთაშორისო ცენტრი" 2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა. ცენტრის მიზანია, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრის მომზადების გზით, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში. "განათლების საერთაშორისო ცენტრი" ხელს უწყობს ახალგაზრდა სპეციალისტების განათლების მიღებას საზღვარგარეთ, ახორციელებს საგანმანათლებლო, სასტიპენდიო პროგრამებს და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს.
"განათლების საერთაშორის ცენტრის" პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამაზე.
წყარო:jobs.ge