ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში „საბაზრო ეკონომიკის ქართული სისტემა, 2003-2012". სალექციო კურსს გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორი გიორგი ხიშტოვანი.
მონაწილეთათვის გაიცემა IDFI-ს, თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: georgia2020@idfi.ge. გთხოვთ, მეილის სახელწოდებაში მიუთითოთ კურსის სათაური. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 17 იანვარი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
წყარო:idfi.ge