საგანმანათლებლო სააგენტო "ი ელ ელ" (ELL) და University of Stirling, UK აცხადებენ სასტიპენდიო კონკურსს. კონკურსში გამარჯვებულის სწავლა დაფინანსდება 100%-ით 12,495 ფუნტით, სტირლინგის უნივერსიტეტში წინა საბაკალავრო პროგრამაზე ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის და მარკეტინგის განხრით (Foundation programme in Business, Finance, Economics and Marketing), რისი წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ამავე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: მაღალი აკადემიური მოსწრების საშუალო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს; საშუალო სკოლა დამთავრებულებს და უმაღლესი სასწავლებლების პირველი კურსის სტუდენტებს.
წყარო:jobs.ge