კონკურსი სახელმძღვანელოს დიზაინის და ბეჭდვის მომსახურებაზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) აცხადებს კონკურსს სახელმძღვანელოს დიზაინის და ბეჭდვის მომსახურებაზე.
კონკურსი ცხადდება ორ ლოტად
- ლოტი 1 - დიზაინის შექმნა პროექტის მართვის სახელმძღვანელოსთვის - „სოციალური ცვლილებების მართვა" (ინგლისური და ქართული გამოცემა);
- ლოტი 2 - სახელმძღვანელოს ბეჭდვა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: გამომცემლობებს, სტამბებს, დიზაინ სტუდიებს, დამოუკიდებელ დიზაინერებს და სხვა დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულპირებს. განაცხადები შესაძლოა გაკეთდეს ერთიანად ორივე ლოტზე ან მხოლოდ პირველ ლოტზე. განაცხადები მხოლოდ მეორე ლოტზე არ მიიღება. სამუშაოს შესრულების ვადაა 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე.
ლოტი 1
საბოლოო პროდუქტი:
- სახელმძღვანელოსინგლისური და ქართული ვერსიის დიზაინის კონცეფცია და ბეჭდვისთვის გამზადებული სრული ფერადი ელექტრონული მაკეტიAdobeIllustratorანAdobeInDesign-ის ფორმატში;
- ელექტრონული პუბლიკაციისთვის შესაბამისიმაკეტი (ორივე ენაზე) pdf-ფორმატში. საბოლოო პროდუქტზე საავტორო უფლებები მთლიანად გადაეცემა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს.
სამუშაოს აღწერილობა
- სერვისის მიმწოდებელს გადაეცემა სახელმძღვანელოს ინგლისური (210 გვ) და ქართული (230 გვ) ვერსიები MS. Word-ის ფორმატში ყველა საჭირო თანდართულ მასალასთან ერთად (ილუსტრაციები,გრაფიკები, ცხრილები, ფოტოები);
- მიღებული მასალის საფუძველზე სერვისის მიმწოდებელი ამზადებს სახელმძღვანელოს მაკეტს ორივე ენაზე და აგზავნის დამკვეთთან საბოლოო შეთანხმებისთვის;
- საჭიროების შემთხევაში დამკვეთი დამატებითი კორექტირებისთვის უგზავნის მაკეტს სერვის პროვაიდერს;
- დამკვეთის მხრიდან პროდუქტის საბოლოო ჩაბარების შემდეგ სერვის პროვაიდერი იღებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას.
კონკურსის მოთხოვნები
ზემოთ აღწერილი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ გვერდის საშუალო ღირებულება და შემდეგი გვერდების ნიმუშები:
- ყდა ;
- მხოლოდ ტექსტი ;
- ტექსი + ცხრილი, დიაგრამა ან ფოტო;
- ტექსტი+ ილუსტრაცია.
- ასევე, წარმოადგინონ მათ მიერ ადრე შესრულებული სამუშაოს ნიმუშები.
შერჩევის კრიტერიუმები
- წარმოდგენილი ნიმუშების ხარისხი გვერდის ზომის, ფონტის ზომების და ტიპების, ფერთა პალიტრის და დიზაინის სხვა ელემენტების გათვალისწინებით;
- ადრე შესრულებული სამუშაოს ნიმუშების ხარისხი;
- შემოთავაზებული ფასი;
- სამუშაოს შესრულების ვადები;
- უპირატესობა მიენიჭება საგანმანათლებლო მასალაზე მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს.
ლოტი 2
საბოლოო პროდუქტი:
- ქართული სახელმძღვანელოს ბეჭდვა - შიგთავსი: ფერადი, 90გრ, ცარცი (მატირებული);
- ყდა: 250-300 გრ ფერადი, ლამინირება, თერმული აკინძვით.
კონკურსის მოთხოვნა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ 300 და 500-იანი ტირაჟის ღირებულება.
შერჩევის კრიტერიუმები
- ფასი;
- სამუშაოს შესრულების ვადები.
დაინტერესებულმა მხარეებმა განაცხადის სახით უნდა წარმოადგინონ სახელმძღვანელოს კონცეფცია, სანიმუშო გვერდების მაკეტები, CV (კერძო პირის შემთხვევაში), ადრე შესრულებული სამუშაოს ნიმუშები, ფასები და სამუშაოს შესრულების ვადები.
განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით - შემდეგ მისამართზე ia@civilin.orgან ბეჭდური სახით - სამოქალაქო საზოგადოების ოფისში: 26 მაისის მოედანი #2 , V სართული (შემოსასვლელი ბალანჩივაძის ქუჩიდან).
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 სექტემბერი, თბილისის დროით 14:00 სთ-ი.
სანიმუშე გვერდების მასალებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ია გაბუნიას +995 32 236 3600; ia@civilin.org.