en
ge

აღმასრულებელი დირექტორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ISFED
  • დაწყების თარიღი: 19.10.2015
  • ბოლო ვადა: 05.11.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/102156/
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. "სამართლიანი არჩევნების" მისიაა დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება და დაცვა საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის, ხელისუფლების კონტროლისა და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფით.
ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და თანაბარი საარჩევნო გარემოსათვის ზრუნვა, ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება, მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მხარდაჭერა.
"სამართლიანი არჩევნები" ეძებს აღმასრულებელი დირექტორის ვაკანსიაზე გამოცდილ, ენთუზიაზმით აღსავსე, კვალიფიციურ და გამბედავ კანდიდატს, რომელიც წარუძღვება ორგანიზაციას და უზრუნველყოფს ორგანიზაციის პროგრესის გაგრძელებას მომავალშიც. აღმასრულებელი დირექტორი აირჩევა ორგანიზაციის გამგეობის წევრების მიერ და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე. იგი პასუხისმგებელი იქნება ISFED-ის მართვაზე და როგორც ორატორი, ორგანიზაციის წარმოჩენაზე ფართო საზოგადოების წინაშე. მან უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიის, მიზნებისა და ამოცანების შესრულება, ასევე, პროგრამებისათვის შესაბამისი დაფინანსების წყაროების მოძიება, დაინტერესებულ მხარეებთან სანდო სამუშაო ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება.
წყარო:jobs.ge