en
ge

საგრანტო კონკურსი ტილოს ჩანთების საწარმოს შექმნაზე

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ICMA
  • დაწყების თარიღი: 03.11.2015
  • ბოლო ვადა: 16.11.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/103065/
ICMA (International City/County Management Association) არის მოწინავე ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერობისა და მართვის სფეროში, რომელიც დაარსდა 1914 წელს. მისი მისიაა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება მთელს მსოფლიოში ადგილობრივი თვითმმართველობების პროფესიული მენეჯმენტის მხარდაჭერისა და შემუშავების გზით.
ICMA ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ადგილობრივ თვითმმართველობებს და ეხმარება მათ პროფესიული პრაქტიკისა და ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობის ფორმის შემუშავებაში. ICMA ატარებს სამუშაოებს ფართო მასშტაბის გრანტებისა და კონტრაქტების საფუძველზე აშშ-სა და გლობალურ დონეზე, რასაც მხარს უჭერენ ფედერალური სახელისუფლებო სააგენტოები, ფონდები და კორპორაციები.
პროექტის აღწერილობა:
პროექტი უზრუნველყოფს პროფესიულ მხარდაჭერას ნარჩენების მართვისა და ტექნიკურ სფეროში კახეთსა და აჭარაში ნარჩენების მართვის სისტემის შესამუშავებლად და ნარჩენების გადამუშავების სფეროს მხარდასაჭერად. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები ხელს შეუწყობს სათბურის გაზების შემცირებას ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესების გზით, უკანონო ნაგავსაყრელების დახურვასა და კერძო გადამამუშავებელი სექტორის მხარდაჭერას. აქცენტი კეთდება საზოგადოების ჩართულობაზე, დაინტერესებულ მხარეთა დამოკიდებულებაზე და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის განვითარებაზე. შემსრულებელი ორგანიზაცია ითანამშრომლებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და გააძლიერებს ამ ორგანიზაბიის შტატის კომპეტენციებს, რათა პროექტის განხორციელების მეოთხე წელს საბოლოოდ გადააბაროს მას პროექტი.
პროექტი "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" WMTR აცხადებს კონკურსს სოციალური საწარმოებისთვის აჭარასა და კახეთში ტილოს ჩანთების მწარმოებელი საწარმოს დაფუძნებასთან დაკავშირებით.
წყარო:jobs.ge