COBERM-ი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებსა და საქმიანობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებისა და კონფლიქტით დაზარალებული თემების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.
COBERM-ი დაიწყო 2010 წლის მაისში. პროგრამის ორი ფაზა განხორციელდა 2010 – 2015 წლებში, ხოლო მესამე სამწლიანი ფაზა დაიწყო 2016 წლის იანვარში.
განაცხადების მიღების მიზანი: COBERM-ი იღებს განაცხადებს ინოვაციური პროექტების იდეების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ წვლილის შეტანა პროგრამის მიზნების მიღწევაში. ამ მიზნით COBERM-ი მიმართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს.
განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა: საპროექტო იდეების მიღების საბოლოო ვადაა 2016 წლის 13 მარტი, 18.00 საათი.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში