ქალაქ თბილისის საკრებულო, ხუთშაბათი, 21 აპრილი, 12 საათი.
ქალაქში საცობების, ჰაერის დაბინძურებისა და საგზაო ავარიების მზარდი რაოდენობის ფონზე, ხელისუფლება, ბიზნესი, მოქალაქეები ყოველდღიურად გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების ძიებაშია. თბილისში ერთ-ერთ ასეთ ალტერნატიულად ტრანსპორტად შეიძლება მოვიაზროთ ველოსიპედი, თუმცა ამ დროისათვის ველოსიპედისტების ქსელი არ არსებობს და ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილების დროს ველოსიპედს მხოლოდ ერთეულები იყენებენ. აღნიშნულის მიზეზია, როგორც უსაფრთხოების, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ბილიკების, ველოსადგურების არარსებობა. მიმდინარე წლის, ხუთშაბათს 21 აპრილს, დღის 12 საათზე, თბილისის საკრებულოში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე: ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი თბილისში: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ 20 აპრილის ჩათვლით მოგვწეროთ ფონდს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: safedrivegeo@gmail.com, ტელ: 598419333
წყარო: პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის