ზამთრის სკოლა ორკვირიანი საერთაშორისო პროგრამაა ფედერალიზმში, რეგიონალიზმსა და მრავალდონიან მმართველობაში. ის იკვლევს ინტერდისციპლინარული და შედარებითი პერსპექტივიდან თუ რა წვლილი შეაქვს ფედერალიზმს მრავალდონიანი, ინტეგრირებული და პლურალისტური გადაწყვეტილების მიღებაში. 2017 წლის ზამთრის სკოლა ფოკუსირებულია ფედერალურ სისტემებში ძალაუფლების გადანაწილებაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: პოსტდოქტორანტებს, მაგისტრებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, საჯარო მოხელეებს ადგილობრივი, რეგიონალური და ეროვნული ხელისუფლებიდან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებს.
წყარო: www.edu-active.com