en
ge

კანდიდატურების მიღება საფრანგეთის საელჩოს პრემიაზე ადამიანის უფლებათა დარგში

საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებათა დარგში შეიქმნა იმ ადგილობრივ ასოციაციათა დასაჯილდოვებლად, რომლებიც იბრძვიან ადამიანის უფლებებისთვის და ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების გაზრდას ამ საკითხთან დაკავშირებით.
საელჩო მოხარულია გამოაცხადოს საბუთების მიღება პრემიის პირველი წლის გამოცემისთვის, რომელიც გამარჯვებულს 2016 წლის 10 დეკებერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს გადაეცემა.
განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ყველა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მის მიერ განხორციელებული ერთი ან რამდენიმე, დასრულებული ან მიმდინარე პროექტი, რომელიც კავშირშია პრემიის 2016 წლის გამოცემისთვის შერჩეულ თემასთან: "თანასწორობა და ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ."
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 7 ნოემბერი. ანკეტები უნდა შეივსოს ორ ეგზემპლარად: ერთი ქართულად, ხოლო მეორე - ფრანგულად ან ინგლისურად.
გამარჯვებულს დააჯილდოვებს პასალ მენიე - საფრანგეთის ელჩი საქართველოში. პრემიის თანხა შეადგენს 1000 ევროს.
საელჩოს პრემია მიზნად ისახავს აქტიური სამოქალაქო ქმედებების წახალისებას და ბრძოლას ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
უფრო მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული: www.ambafrance-ge.org/Prix-des-Droits-de-l-Homme-de-l-Ambassade-de-France-en-Georgie
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 7 ნოემბერი
წყარო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში