გორდელერის დემოკრატიული მმართველობის კოლეჯი არის ერთწლიანი, გერმანულენოვანი უწყვეტი განათლების პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისათვის, რომელთაც აინტერესებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და სურთ აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესების გაუმჯობესაბაში. პროგრამის განმავლობაში, შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სამ სემინარში და განახორციელებენ საკუთარ პროექტს თავიანთ სამშობლოში. პროგრამაში წლიურად მონაწილეობს 20 გერმანული ენის მცოდნე ახალგაზრდა ლიდერი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი, წარსულში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია პროგრამის დირექტორია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.goerdeler-kolleg.de
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ კლერ ლუცია ლაიფერტს გერმანიიდან (+49 30 25423192, goerdeler-kolleg@dgap.org) და სალომე ჯაფიაშვილს, საქართველოდან (goerdeler-kolleg-GE@dgap.org).
წყარო: goerdeler-kolleg.de