en
ge

საგრანტო კონკურსი – ფემინისტური დიალოგი თაობათა შორის

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 31.03.2017
  • ბოლო ვადა: 30.04.2017
  • ბმული: http://www.womenfundgeorgia.org/?36/629/
2017 წელს, სამმა ევროპულმა ქალთა ფონდმა, გერმანიაში, უკრაინაში და საქართველოში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მხარდაჭერით დაიწყო ერთობლივი მუშაობა იმისათვის, რომ დღის წესრიგში დადგეს დიალოგი სხვადასხვა თაობის ფემინისტებს შორის.
ქალთა ფონდები - გერმანული ქალთა ფონდი ფილია, უკრაინის ქალთა ფონდი და ქალთა ფონდი საქართველოში - აპირებენ განახორციელონ პროექტები თავიანთ ქვეყნებში და შემდეგ შეიკრიბონ ერთობლივი ღონისძიებისთვის კიევში, სადაც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი კონფერენცია გაიმართება.
ამ ინოვაციური პროგრამის ფარგლებში, ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რათა მხარი დაუჭიროს ფემინისტებს შორის თაობათა-შორისი დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ ქალთა და გოგონათა ინიციატივებს.
ამ პროგრამის ფარგლებში ქალთა ფონდი გასცემს 3 გრანტს (3500 ევროს ოდენობის თითო) და ასევე უზრუნველყოფს გრანტის მიმღები ჯგუფების 2-2 წარმომადგენლის მონაწილეობას კიევის შეკრებაში, 2017 წლის 25 ნოემბერს.
დაფინანსებული პროექტების დაიწყება 2017 წლის მაისში და დასრულდება 2017 წლის ოქტომბერში.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2017.
წყარო:www.womenfundgeorgia.org