ევროკავშირის პროექტი „ქართული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და სხვა აქტორებთან კავშირების განმტკიცებას.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით, კონსორციუმში შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგომარეობის გასარკვევად პროექტი გეგმავს ორი კვლევის ჩატარებას ეროვნულ დონეზე. საბაზისო კვლევა უნდა ეხებოდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგომარეობას პროექტის შედეგების შესაბამისად. ეროვნული კვლევები უნდა აფასებდეს a) სამოქალაქო საზოგადოების სექტორის საჯარო აღქმას და b) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგომარეობას და მის კულტურას საქართველოში.