en
ge

მდგრადი ადგილობრივი ენერგეტიკის პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობა

განცხადება შეთავაზების მიღების შესახებ, რომლის საერთო ღირებულება 10 მილიონი ევროა, მიზნად ისახავს უფრო მდგრადი ადგილობრივი ენერგეტიკის პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივ ხელისუფლებათა მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების მეშვეობით „მდგრადი ენერგოგანვითარების სამოქმედო გეგმების” ( SEAPs) ფარგლებში, რაც „მერების შეთანხმების” (CoM) ნაწილია.
ეს განცხადება შეთავაზების მიღების შესახებ არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს მერების შეთანხმების ინიციატივას და ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკის/კლიმატის სფეროში ქმედებათა განხორციელებაზე. იგი მოიცავს ტექნიკურ მხარდაჭერასა და გრანტებს.
წყარო: eeas.europa.eu