ევროკავშირი აცხადებს სამეზობლო პროგრამას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის. პროგრამის მთავარი პრიორიტეტია ფერმერების მცირე ჯგუფების მხარდაჭერა და მათი ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზებს, რომელთაც აქვთ აგრარული და სასოფლო განვითარების პროექტების განხორციელების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასევე ფერმერთა ორგანიზაციებს, გაერთიანებებს, კოოპერატივებსა და სხვა ერთეულებს, ადგილობრივ ან რეგიონულ მმართველობით ორგანოებს (ადგილობრივ ფედერაციებს, ასოციაციებს, სავაჭრო პალატებსა და მსგავს ერთეულებს) ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ან საქართველოდან.