ზრდა პროექტი საქართველოში, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), და ახორციელებს „ქემონიქს საქართველო” „ქემონიქს ინტერნეიშენალ ინკ-ის” ფილიალი საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას იმ აპლიკანტებისგან, რომლებსაც შეუძლიათ მოამზადონ სატრენინგო პროგრამა და ტრენინგები ჩაუტარონ ტურისტულ გიდებს.
მოთხოვნილ სერვისზე ზრდა დააფინანსებს ერთ განმცხადებელს. გრანტი დაფინანსებული და განხორცილებული იქნება USAID-ის რეგულაციების სრული დაცვით ზრდა პროექტის შიდა პროცედურების შესაბამისად. ეს სასერტიფიკატო პროგრამა წაახალისებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და გაზრდის დასაქმებულების რიცხვს სამიზნე რეგიონებში. პირველი საპილოტე ტრეინინგი ჩატარდება ახმეტის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოს რეგიონებში 2018 წლის ზაფხულის ბოლოს/შემოდგომის დასაწყისში. Zrda ვარაუდობს, რომ პროგრამის განხორციელებისთვის შერჩეული პარტნიორის მიერ სასერტიფიკატო ტრეინინგი ჩაუტარდება 80 პოტენციურ გიდს. პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან ტურ-ოპერატორები, მასპინძლობის სექტორში ჩართული პირები, ახალგაზრდები, ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრები/ტურისტები.
წყარო: jobs.ge