en
ge

ლიდერთა განვითარების აკადემია 2018

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სტენფორდის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 01.08.2018
  • ბოლო ვადა: 10.09.2018
  • ბმული: http://www.eprc.ge/index.php?a=main&pid=1504&lang=geo
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად აცხადებს მიღებას ერთობლივ პროგრამაზე - ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD. საქართველოში პროგრამის მხარდამჭერები არიან თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი.
ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა.
პროგრამა გულისხმობს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. კურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნებიდან. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ლიდერობის, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში მნიშნელოვანი რეფორმების დასაგეგმად და გასატარებლად და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.
ლიდერთა განვითარების აკადემიის 5 დღიანი, ინტენსიური სასწავლო კურსის განმავლობაში, კურსის მონაწილეები საჯარო, კერძო და არასამათავრობო ორგანიზაციებიდან, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან დაეუფლებიან ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად დაამუშავა რამდენიმე სასწავლო ქეისი, რომელთა დახმარებითაც, მონაწილეები რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს, განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
წყარო: www.eprc.ge