საერთაშორისო პროექტი - Tbilisi Shelter City (Tbilisi Shelter City Blog) რომელიც მიმართულია ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, საფრთხის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების რელოკაციაზე საქართველოში, აცხადებს ტენდერს კონსულტანტის პოზიციაზე, რომელიც ჩაატარებს პროექტის პერსონალის სუპეპერვიზიას და პროექტის მიმდინარეობის შეფასებას.
კონსულტანტმა უნდა შეიმუშაოს შეფასების მეთოდოლოგია, 20-21 სექტემბერს ჩაატაროს პერსონალის (8 თანამშრომელის) საქმიანობის და პროექტის მიმნდინარეობის შეფასება და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები.
კონსულტანტის კვალიფიკაცია:
1. პროექტის მენეჯმენტის, კვლევის, სოციალური მეცნიერების ან სხვა შესაბამისი დარგის სფეროში მაგისტრის ხარისხი.
2. პროექტის მენეჯმენტის, შეფასებისა და საერთაშორისო პროექტების პერსონალის შეფასების სფეროში სულ მცირე 5 წლის გამოცდილება.
3. სრულყოფილად ფლობენ რუსულ და ინგლისურ ენებს.
4. ინტერკულტურული გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ვადები:
დაკვირვების დაწყებამდე 10 დღით ადრე კონსულტანტმა უნდა წარუდგინოს პროექტის მენეჯმენტს განსახილველად შეფასებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგია.
ორდღიანი კონსულტაციის შემდეგ 5 დღის განმავლობაში, კონსულტანტმა უნდა წარადგინოს წერილობითი ანგარიშის შედეგები და რეკომენდაციები.
ანაზღაურება: განიხილება კონსულტანტის კვალიფიკაციის საფუძველზე.
კონსულტაციის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა წარმოადგინონ თავიანთი CV და 1 გვერდიანი სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილია კანდიდატის შესაბამისი შესაძლებლობები შემოთავაზებული პოზიციაზე, არა უგვიანეს 1 სექტემბრის 2018 წლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე cpd.infodesk@gmail.com.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში