აშშ–ს საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას აშშ–ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის 2019 წლის კონკურსში.
პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:
ა) კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ.
ბ) კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ–კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან – მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება.
გ) ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – როგორიცა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ოსტატობახელოსნობის სახეობები.
საპროექტო განაცხადის წარდგენის ვადა: პროექტის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ნოემბერი, 18:00 საათი.
წყარო: აშშ–ის საელჩო საქართველოში